ეროვნული ლიგა – “დილასა” და “დინამოს” ორხელისუფლებიანობა
ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მე-3 შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხზე გორის “დილა” მიიღო და 0-2 დამარცხდა. დუბლი უკრაინელი თავდამსხმელის, მიკოლა კოვტალიუკის ანგარიშზეა. “დილამ” დამსახურებულად აჯობა “ჩიხურას” და ამაში დიდი წვლილი ყოფილმა საჩხერლებმა, მაისაშვილმა და მარკოზაშვილმაც დაიდეს.
ამ გამარჯვებით გორელებს 8 ქულა დაუგროვდათ და თბილისის “დინამოს” გაუთანაბრდნენ, ხოლო, “ჩიხურა” 1 ქულით გავარდნის მთავარი კანდიდატია.
ჩიხურა 0-2 დილა
გოლები: კოვტალიუკი 22/38
ჩიხურა: ბეგაშვილი – მაჩაიძე, კამლაძე, კაშია, ჯავაშვილი – გვაზავა, ჩიკვაიძე (კიკაბიძე 46) – კორიფაძე (დეკანოიძე 58), წიქარიძე, კახაბრიშვილი – ბუხაიძე (მუჯირი 46)
მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
დილა: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი (ბალგუ 61), მაისაშვილი, ხურცილავა, ეტოუ, გიორბელიძე – გაგნიძე, ნონდი (გორგიაშვილი 71) – მარკოზაშვილი, სპანდერაშვილი (ლაცაბიძე 58), კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე