ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმი” ისევ პირველია, “ლოკოს” ზედიზედ 4
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მე-2 დღის შეხვედრებში გამარჯვება ბათუმსა და თბილისს დარჩათ. გია გეგუჩაძის შეგირდებმა 5 გოლი შეუგდეს “სიონს” და საპასუხოდ მხოლოდ 1 მიიღეს. “დინამომ” 34 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა ცხრილში.
თბილისის “ლოკომოტივმა” ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. “ლოკო” ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ფრე არ აქვს დაფიქსირებული, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ 85-ე წუთზე ჯერ შეყილაძემ, შემდეგ კი 90-ზე ირაკლი სიხარულიძემ უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანეს და “ჩიხურა” 2-0 დაამარცხეს.
მე-17 ტური 1 ივნისს გორში, “დილასა” და თბილისის “დინამოს” დაპირისპირებით გაიხსნება.
დინამო ბთ 5-1 სიონი
გოლები: მამუჩაშვილი 38/77, რამოსი 62, ტეიდი 68, საბანაძე 93 – ჩაჩუა 85
დინამო ბთ: ალავიძე – სანტოსი, ადამაძე (გადრანი 81), გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – რამოსი (თევდორაძე 69), ჯანელიძე, ფლამარიონი (მანჯგალაძე 70) – საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სიონი: ზარქუა – აფაქიძე, თომაშვილი, ხეცურიანი (სიხარულია 67) – თარხნიშვილი, ჩაჩუა, ქიქავა (რაჟამაშვილი 73), ხმალაძე, სუხიაშვილი – უგულავა (მანაგაძე 78), კირკიტაძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ლოკომოტივი 2-0 ჩიხურა
გოლები: შეყილაძე 85, სიხარულიძე 90
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – ძებნიაური (შეყილაძე 82), შონია – კირკიტაძე (დავითაშვილი 6), სამურკასოვი, კობახიძე (გვალია 60) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი (კამლაძე 66), კაშია, მეგრელიშვილი (ჩიკვაიძე 88) – სარდალიშვილი, ჩიხლაძე, მამასახლისი, დეკანოიძე – ფანცულაია (იონანიძე 71), მახარობლიძე