ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “ტორპედო” ბოლოსკენ გატეხა
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის მე-2 მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. “ტორპედოსა” და “დინამო ბათუმის” მატჩი მინიმალური ანგარიშით, 0-1 დასრულდა. “დინამომ” ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. შეცვლაზე შემოსულმა ყოფილმა ტორპედოელმა გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოში ჩაბრაძეს კარგი პასი მისცა და ჩაბრაძემაც შეაგდო.
თავისი მომენტები ჰქონდა “ტორპედოსაც”, თუმცა ლეგიონერებმა ვერ გამოიყენეს.
ხვალ “თელავი” “სამტრედიას”, “დილა” კი “შუქურას” მიიღებს.
ტორპედო 0-1 დინამო ბათუმი
გოლი: ჩაბრაძე 79
ტორპედო: ჰამზიჩი – ტაბატაძე (ინკუმი 81), ქაფიანიძე (ჩაკვეტაძე 80), მირცხულავა, ტუიჩიბაევი, ნადარაია – რეკიში, მამასახლისი, ბუკასი (შარვაშიძე 76) – სალაკუ, ზიდანი (გოგუაძე 75)
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
დინამო: კუპატაძე – ჩაბრაძე, აზაცკი, კობახიძე, ჩალაძე (აზაროვი 64) – ალთუნაშვილი, ტეიდი, მამუჩაშვილი, ჯიღაური, გროცურეკი (ფანცულაია 63)- ნიქაბაძე (მანჯგალაძე 82)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე