ეროვნული ლიგა – “დინამო” ლიდერებს დაეწია, ექვსქულიანი მატჩი “რუსთავმა” მოიგო
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მე-2 დღის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” “სიონი” 2 ლევანით დაამარცხა. დუბლი ლევან შენგელიას ანგარიშზეა, საბოლოო შედეგი კი ლევან კუტალიამ მოხდენილი დარტყმით დააფიქსირა. თბილისელებმა ზედიზედ მე-6 მატჩში იმარჯვეს და ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.
დასკვნით მატჩში “რუსთავმა” “ვიტ ჯორჯია” მიიღო და ექვსქულიან დაპირისპირება თემურ ჩოგაძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. “რუსთავი” “ფარმაცევტებს” 4 ქულით დაშორდა, 4 ქულამდე შეამცირა სხვაობა “დილამდე” და “სიონამდე”.
21-ე ტურს 2 ივლისს, ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “ლოკომოტივი” გახსნიან.
სიონი 0-3 დინამო
გოლები: შენგელია 43/70, კუტალია 79
სიონი: გოშაძე – ტვილდიანი (საგანელიძე 60), ჩაჩუა, აფაქიძე, სუხიაშვილი – ქიქავა, სიხარულია (ხვადაგიანი 87)- ისიანი, გვარაძე, კირკიტაძე – თარგამაძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
დინამო: პერალესი – იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, კობოური – პაპავა (ქარდავა 67), ივანისენია – შულაია (დაფე 79), კუხიანიძე (ზარია 81), შენგელია – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი
რუსთავი 1-0 ვიტ ჯორჯია
გოლი: ჩოგაძე 64
რუსთავი: კულია – კაპანაძე, გუჯაბიძე, ბუგულოვი, ტაკულოვი (ფონიავა 58) – ქოჩლაძე (გადრანი 90)- ჩოგაძე, ციცქიშვილი, კიტეიშვილი (ჯაფიაშვილი 75), სილაგაძე – ქავთარაძე
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – ქისიევი, ლაცაბიძე, სეხნიაშვილი, თათხაშვილი (გუგბერიძე 14 – აშორდია 87) – ვაზაგაშვილი (გვასალია 68), ვასაძე, ზარიძე – მუსელიანი, მუზაშვილი, ნაჭყებია