ეროვნული ლიგა – “დინამო თბილისის” 6 გოლიანი პასუხი, ბათუმში ფრე დაფიქსირდა
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მე-2 დღის ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყო და თბილისის “დინამომ” თბილისურ დერბიში 6 უპასუხო გოლი გაუტანა “ლოკომოტივს”. საჯარიმოებით დუბლი ნიკა ნინუამ, ქავთარაძემ სადებიუტიო, კუტალიამ და შულაიამ 30 წუთიანი შუალედით, ბოლო კი განელმა ფორვარდმა, კვამე კარიკარიმ შეაგდო. “დინამო” იდეალურ ფორმაშია და ხოსე პერალესის კარის აღება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აღსანიშნავია, რომ “ლოკომ” “დინამოს” ამ თამაშის გადადების თხოვნა არ დაუკმაყოფილა.
“დინამო ბათუმი” გორის “დილას” დაუზავდა და ბოლოს 2 ივნისს იმარჯვა. “დინამოს” რიგებში დებიუტი შედგა ჯაბა ჯიღაურის, “დილაში” კი ჩოჩიშვილი, წიქარიძე და რიდი გამოჩდნენ.
44 ქულით პირველ ადგილზე თბილისის “დინამოა”, მე-2-ზე “საბურთალოა” 40 ქულით და 1-ით ნაკლები მატჩით, მე-3-ზე კი ბათუმი.
ლოკომოტივი 0-6 დინამო თბილისი
გოლები: ნინუა 3/44, კუტალია 38, ქავთარაძე 41, შულაია 71, კარიკარი 77
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – შონია, გვალია (შეყილაძე 46) – კირკიტაძე (ჯიქია 72), სამურკასოვი (გოროზია 59), მახარობლიძე – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
დინამო თბილისი: პერალესი – რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე – ნინუა, პაპავა (ქარდავა 73) – დაფე (კარიკარი 54), ქავთარაძე, შენგელია (შულაია 63) – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
დინამო ბათუმი 0-0 დილა
დინამო: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – ტეიდი (ჯიღაური 73) – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე – ფლამარიონი (ილურიძე 81), რამოსი, დვალიშვილი (გაფრინდაშვილი 67)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დილა: ჩოჩიშვილი – სანტოსი, რაზმაძე, ჩადუნელი – გიორბელიძე, ნონიკაშვილი (გაგნიძე 78), კუცია, ნონდი, ფორტესი – რიდი (პაიმი 88), წიქარიძე (კერელეიშვილი 69)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე