ეროვნული ლიგა: “დინამომ” “კოლხეთს” გადაუარა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მესამე წრემ აიღო სტარტი.
მე-19 ტურის სადებიუტო შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” შედგა: ადგილობრივი “დინამო” ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მათ მალევე გახსნეს: მეშვიდე წუთზე ლაშა თოთაძემ გამოიჩინა თავი. ზუსტად 12 წუთში ბექა მიქელთაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მესამეჯერ აიღო კონსტანტინე სეფიაშვილის კარი.
მეორე ნახევარში ოთხი გოლი გავიდა. ჯერ 53-ეზე მიქელთაძემ შეასრულა დუბლი, 16 წუთში გიორგი თევზაძემ მეხუთე გოლიც გაუტანა მეგრელებს, ხოლო, იგორ ბროვკომ ნახსენები ბურთიდან ერთ წუთში გაქვითა ერთადერთი გოლი. 87-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა ფოთურ კლუბს.
საბოლოოდ, 6-1 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. “დინამო 46 ქულით პირველზეა, “კოლხეთი” 17-ით – მეცხრეზე.