ეროვნული ლიგა – “დინამომ” “საბურთალოს” კუტალიას ჰეთრიკით მოუგო, “ტორპედომ” გაიხსენა
ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო 2 შეხვედრა მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისის “ტორპედომ” 2-მატჩის წაგების შემდეგ ბოლო ადგილოსან “რუსთავთან” 2-0 მოიგო. გოლები აზაცკისა და კაპანაძის ანგარიშებზეა. შესანიშნავად მოქმედება მამუკა კობახიძე, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა პირველი გოლი. “რუსთაველთა” მხრიდან იმნაძე და სილაგაძე აქტიურობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ტურის მთავარი თამაში “დინამო არენაზე” გაიმართა და თბილისურ დერბიში დინამოელებმა 6-გოლიან დაპირისპირებაში 4-2 იმარჯვეს. ჰეთრიკი ლევან კუტალიამ შეასრულა. კუტალიამ ორჯერ გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი გუნდი წინ გაიყვანა. 93-ე-ზე ლევან შენგელიამ თავზე დაუხატა ფრან კარბიას და საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა.
“საბურთალო” ჩემპიონატს 12 ქულით ლიდერობს, 9-9-9 ქულა აქვთ “ტორპედოს”, “დინამოსა” და ბათუმის “დინამოს”.
დინამო 4-2 საბურთალო
გოლები: კუტალია 20/45/79, კარბია 93 – დვალიშვილი 4, კოხრეიძე 24
დინამო: პერალესი – რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი – ივანისენია (ქარდავა 64), პაპავა, შენგელია , შულაია – ზარია (კარბია 72), კუტალია (კობოური 88)
მთავარი მწვრთნელი: ფილ ვისენტე
საბურთალო: მარგველაშვილი – თევზაძე (ლაკვეხველიანი 46), მარგველაშვილი, კაკუბავა, ჩაბრაძე – გორგიაშვილი, დიასამიძე, ალთუნაიშვილი – შინდაგორიძე (მალი 76), კოხრეიძე, დვალიშვილი (როლოვიჩი 68)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ტორპედო 2-0 რუსთავი
გოლები: აზაცკი 29, კაპანაძე 57
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, ქიმაძე – გიგაური (ჭიჭინაძე 88), ცინცაძე, ქავთარაძე, დოლიძე, ლუკა (ჩაჩუა 54) – კაპანაძე (ზივზივაძე 70)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე (ქოჩლაძე 46), გადრანი, ჯაფიაშვილი (ჩოგაძე 79), ტაკულოვი – ფონიავა (გუჯაბიძე 70), გისტაროვი – ყიფიანი, ციცქიშვილი, სილაგაძე – იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია