ეროვნული ლიგა – “დინამომ” “სამტრედია” უშანსოდ გაანადგურა
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თბილისის “დინამომ” “სამტრედია” სტუმრად 0-4 გაანადგურა. პირველ 10 წუთში “სამტრედია” უკეთ თამაშობდა, მაგრამ მე-17 წუთზე ქავთარაძე მარჯვენა ფრთიდან ცენტრში შეიწია და მარცხენა ფეხით, თავის სტილში, ულამაზესად შეაგდო. ზუსტად 3 წუთში პერნამბუკომ დაარტყა შორიდან და სეფიაშვილმა შეცდომა დაუშვა. 22-ე წუთზე კი მცველების შეცდომით კაპანაძემ ისარგებლა და პრაქტიკულად დაასრულა თამაში.
მე-2 ტაიმში კიდევ ერთი გოლი ქავთარაძემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“დინამო” 12 ქულით “საბურთალოს” გაუთანაბრდა და მე-2 პოზიციაზე გადავიდა, “სამტრედია” 8 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა.
სამტრედია 0-4 დინამო
გოლები: ქავთარაძე 17/61, პერნამბუკო 20, კაპანაძე 22
სამტრედია: სეფიაშვილი – რუხაია, სამბუ, კილასონია, ახალაძე – კერძევაძე (მესიაჩენკო 59), პავიშიჩი, კვირკვია (იმნაძე 68), დისი (ქოჩლაძე 59), ინკუმი – ყურბანოვი
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო: კვასხვაძე – რუხაია, ლოჩოშვილი, ბენიო, კობოური – მექვაბიშვილი, პაპავა – ბუღრიძე (კუცია 58), პერნამბუკო (კუხიანიძე 73), ქავთარაძე – კაპანაძე (გაბედავა 64)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი