ეროვნული ლიგა – “დინამომ” ვერ მოიგო, “დინამომ” მარტივად მოიგო
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში “ტორპედომ” “დინამო თბილისი” მიიღო 0-2 დამარცხდა. მე-15 წუთზე “ტორპედოს” მეკარე დინო ჰამზიჩი გააძევეს, რამაც მეორე ტაიმში “ტორპედოზე” საბოლოოდ იმოქმედა და თბილისელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. პირველი გოლი ახალგაზრდა თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა, რომელმაც ძირითად გუნდში პირველად შეაგდო. “დინამოს” 4 ქულა დაუგროვდა, “ტორპედოს” 0 აქვს. ქუთათურების ძირითადში უმეტესად ლეგიონერებს ვხედავთ.
მეორე “დინამომ” გამარჯვება ხელიდან 83-ე წუთზე გაუშვა, როცა “შუქურას” ახალწვეულმა, ნიკა ჭანტურიამ ანგარიში გაათანაბრა. აჭარული დერბი ფრედ დასრულდა. ბათუმელებს 4 ქულა აქვთ, ქობლეთელებს 1.
ხვალ “სამგურალი” “საბურთალოს” 15:00 საათზე მიიღებს, “ლოკომოტივი” “თელავს” კი 16:00-ზე.
დინამო ბთ 1-1 შუქურა
გოლები: ჯიღაური 43 – ჭანტურია 83
დინამო ბთ: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – ტეიდი (ზარია 90), მამუჩაშვილი (აზაროვი 85), ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროზურეკი (მანჯგალაძე 66) – ნიქაბაძე (ფანცულაია 66)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
შუქურა: თებიძე – კომახიძე, რეხვიაშვილი, ჭანტურია, გაფრინდაშვილი (ფარტენაძე 51) – ხმალაძე (ჩელებაძე 62), კაკაშვილი, სარდალიშვილი, ჯერალდო, ინგოროყვა (კაბრალი 62) – მუსელიანი (გურეშიძე 89)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
ტორპედო 0-2 დინამო თბილისი
გოლები: ახვლედიანი 48, რადინი 70
ტორპედო: ჰამზიჩი – ქაფიანიძე (შარვაშიძე 73), მირცხულავა, ტუიჩიაბევი – ტაბატაძე (ინკუმი 73), რეკიში, მამასახლისი (ძარია 83), ბუკასი, ნადარაია – სალაკუ (შოვნაძე 18), ზიდანი
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
დინამო თბ: კვასხვაძე – პაპავა, ბენიო, მონხილი, სპორსკლედე (იაშვილი 90), ახვლედიანი (ქარდავა 72), მექვაბიშვილი (კუცია 85), რადინი – გაგნიძე, გაბედავა (კეიტა 90), მარუშიჩი (კასტრო 85)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
წითელი ბარათი: დინო ჰამზიჩი 15