ეროვნული ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

თარიღი: აპრილი 3, 2020

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმარციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ კლუბებს საბაზისო დაფინანსება სრულად შეუნარჩუნდებათ. ამ საკითხის შესახებ ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა:

“დღევანდელ ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები. დღევანდელ კონფერენციაში ასევე ჩართული იყო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ყველა კლუბს შეუნარჩუნდება ის საბაზისო დაფინანსება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.”

დაფინანსების საკითხებთან ერთად დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე მხარეებმა ეროვნული ჩემპიონატის განახლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კი, კლუბებს 1 აპრილს უეფას ვიდეო კონფერენციის დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 36 ტურის გამართვა შეუძლებელია და ფორმატის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე თუ როდის განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი.

“დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე ჩვენ კლუბებს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელზეც ჩვენ 1 აპრილს უეფასთან გამართულ ვიდეო კონფერენციაზე ვისაუბრეთ. კლუბებს ასევე მოვახსენეთ იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა სიახლეებმა შესაძლოა ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, რომ მომავალი ევროტურნირების სეზონი უეფამ ერთი თვით გადადო და ის ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე ჩვენ კლუბებს გავაცანით ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება. ამიტომ როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს. ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მითუმეტეს, რომ ის გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ უკვე გამოვლენილი არიან.

იმედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება.” – განაცხადა დავით მუჯირმა.

GFF

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ცვილის ფიგურათა მუზეუმში მესის ძეგლი დადგეს (ფოტო)

ბარსელონის ცვილის ფიგურათა მუზეუმში ახალი ექსპონატი წარადგინეს. ობიექტს “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ფიგურა შეემატა. ძეგლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები – ყველა ქართველი მწვრთნელი გამოირიცხა?

ვლადიმერ ვაისის საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია და ფეხბურთის ფედერაციამ ვაისის შემცვლელის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის ახალმა ფოტომ გულშემატკივრები აღაფრთოვანა

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰაუგეს ბრწყინვალე გოლი “სელტიკის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Hauge unreal solo goalpic.twitter.com/dlxkkUzeMV — Karim (@Futball_Karim) December 3, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია, სად ჩატარდება უეფას ახალი საკლუბო ტურნირის პირველი ფინალი

დღეს ცნობილი გახდა, თუ სად ჩატარდება უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის პირველი გათამაშების ფინალური მატჩი. მესამე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ

საქართველო 2023 წელს უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ ერთი მასპინძელია უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო ისევ უკმაყოფილოა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უსამართლოდ თვლის ევროთასების ფორმატს, რომლის ძალიათაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ასტონ ვილამ” ჯეკ გრილიშს ფასი დაადო

ჯეკ გრილიშის ტრანსფერისადმი მზარდი ინტერესის ფონზე, “ასტონ ვილამ” ჯეკ გრილიშის სატრანსფერო ღირებულება დაასახელა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა მდგომარეობაა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაშია. გასათამაშებელი დარჩა მომდევნო ეტაპის 7 საგზური. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “პარი სენ-ჟერმენში” ევროპა ლიგაზე სათამაშოდ არ მოვსულვარ”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა, “ოლდ ტრაფორდზე” მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ პრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი რონალდუს: “მხოლოდ 750 გოლი?”

კრიშტიანუ რონალდუმ 2 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამოსთან” მოგებულ მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვიბრძვით”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, “ოლდ ტრაფორდზე” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (3:1) შემდეგ პრესა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: რაც მარადონამ გამიკეთა, არასოდეს დამავიწყდება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა ლეგენდარული დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაიხსენა ბავშვობის პერიოდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი პენალტი დაინიშნა “დორტმუნდი” – “ლაციოს” მატჩში (ვიდეო

2 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლივიე ჟირუმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

2 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “ჩელსიმ” სტუმრად “სევილია” 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში ოთხივე […...
წაკითხვა