ეროვნული ლიგა – კაპანაძემ და გაბედავამ ჰეთრიკი შეასრულეს, “დინამო” და “სამტრედია” განადგურდნენ
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დასკვნითი შეხვედრები თბილისის “დინამოსა” და “სამტრედიას” განადგურებით დასრულდა. “სამტრედიამ” 30-ე ტურში 1-8 წააგო “დინამოსთან”, შემდეგ “კოლხეთის” დამარცხებით პრაქტიკულად გაინაღდა მე-9 პოზიციაზე დარჩენა, დღეს კი “ტორპედოსთან” 0-8 განადგურდა.
ქუთათურებიდან ჰეთრიკი თორნიკე კაპანაძემ შეასრულა, რომელსაც ლიგაში 13 გოლი დაუგროვდა. საკუთარი გოლი თენგიზ წიქარიძემაც გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი დარასელიას “სამტრედიას” ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელთან მოუწევს 2-მატჩიანი ჭიდილი დასარჩენად.
თბილისის “დინამო”, რომელიც თასის ნახევარფინალიდან “გაგრამ” გამოაგდო, საჩხერის “ჩიხურასთან” 1-4 დამარცხდა. ჰეთრიკი დადო ჩემპიონატის ბომბარდირმა გიორგი გაბედავამ. თითო-თითო ბურთები სარდალიშვილისა და შენგელიას ანგარიშებზეა. ამ ანგარიშით “დინამო” პრაქტიკულად დაემშვიდობა ჩემპიონობაზე ოცნებას, “ჩიხურა” კი მე-4 პოზიციისთვის ბრძოლაში “ტორპედოსთან” 2 ქულას აგებს.
სამტრედია 0-8 ტორპედო
გოლები: კაპანაძე 12/53/63, ქიმაძე 13, დოლიძე 27, კუხიანიძე 71, მარინი 75, წიქარიძე 89
სამტრედია: კუპატაძე – ჩაჩუა (კერძევაძე 36), გოგიაშვილი, გურული, ახალაძე – ტუღუში (მაქაცარია 76), მამასახლისი, ლიპარტია – ენდელაძე, ფანცულაია (კოშმანიი 46), გორელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი – ცინცაძე, გიგაური (ჭიჭინაძე 58) – დაფე, ქიმაძე, დოლიძე (კუხიანიძე 46) – კაპანაძე (წიქარიძე 66)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო 1-4 ჩიხურა
გოლები: შენგელია 70 – სარდალიშვილი 11, გაბედავა 46/51/90
დინამო; სიკაჩი – რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე (ლოჩოშვილი 61) – კუცია (ერგემლიძე 53), ივანისენია – შულაია, შენგელია, ქოჩლაძე – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ჩიხურა: ჰამზიჩი – მეგრელიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, კახაბრიშვილი (დობროლოვსკი 83) – ლექვთაძე (ბუხაიძე 89), მარკოზაშვილი, კაკუბავა, ბუღრიძე – გაბედავა, სარდალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე