ეროვნული ლიგა – “ლოკომოტივმა” სიხარულიძის გოლით ბათუმს მოუგო
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მე-2 დღის ბოლო შეხვედრა თბილისის “ლოკომოტივის” გამარჯვებით დასრულდა. “ლოკო” მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესად გამოიყურებოდა და გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.
“ლოკომოტივმა” ერთბაშად 3 გუნდს გადაასწრო და მე-5 ადგილზე გადავიდა. “დინამო” მე-2 პოზიციაზე დარჩა და “საბურთალოს” 1 ქულით ჩამორჩა.
ბულისკერიამ ბოლოს მე-13 ტურში გაუშვა…
ლოკომოტივი 1-0 დინამო ბთ
გოლი: სიხარულიძე 88
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – ძებნიაური, შონია – კობახიძე (შეყილაძე 78), სამურკასოვი, დავითაშვილი – სიხარულიძე (ჯიქია 94)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
დინამო ბთ: ალავიძე – სანტოსი, ადამაძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მანჯგალაძე, მამუჩაშვილი – ჯანელიძე (თევდორაძე 69), ფლამარიონი (ილურიძე 80), რამოსი (ჭანტურია 90) – საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე