ეროვნული ლიგა: მარტის თვის სტატისტიკური ანალიზი
ეროვნულ ლიგაში მარტის თვეში სამი ტური ჩატარდა. გთავაზობთ, აღნიშNული მატჩების სტატისტიკურ ანალიზს.
მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი პასი სამტრედიას აქვს გაკეთებული – 1789 -პასი, საშუალოდ მატჩში: 596.3. განვლილ მატჩებში ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი საშუალო პროცენტული მაჩვენებელი სამტრედიელებმა დააფიქსირეს – 58.6%.
კარში დარტყმის მაჩვენებლით ქუთაისის ტორპედო გამოირჩევა – 21 კარში დარტყმა, ქუთაისელები საშუალოდ მატჩი 7-ჯერ ურტყამენ. კარისკენ დარტყმებით ბათუმის დინამო ლიდერობს, რომელსაც 28 კარისაკენ დარტყმა დაუგროვდა, საშუალოდ კი ბათუმელები კარისკენ 9.3-ჯერ ურტყამენ.
ქუთაისის ტორპედოს ყველაზე მეტი კუთხური აქვს მოწოდებული – 22, საშუალოდ მატჩში – 7.3.
ყველაზე ცოტა დარღვევით ლიგაში ქუთაისელები გამოირჩევიან – 44 დაჯარიმება, საშუალოდ 14.6. ასევე, ყველაზე ნაკლებად ბარათის საჩხერის ჩიხურას და ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები იღებენ – 5.
Eliga.Ge