ეროვნული ლიგა: მე-15 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში “დინამოს” მოგებული ელ-კლასიკო, ბოლნისში 4 წითელი, ბათუმელთა კიდევ ერთი ქამბექი, “ვიტ ჯორჯიას” კრიზისი და “ლოკომოტივის” მძლავრი მოგება, ბოლოს კი “დილასა” და “საბურთალოს” ფრე ვიხილეთ. Fanebi.com სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი) – ბულისკერია მე-15 ტურში ერთადერთი მეკარე იყო, რომელმაც გოლი არ გაუშვა.
თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი) – თორნიკე კირკიტაძე ბოლო რამდენიმე თამაშია საუკეთესო გახლავთ “ლოკოს” რიგებში და გუნდის წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის.
თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი) – ძებნიაური “ვიტ ჯორჯიასთან” ცენტრალური მცველი იყო და გოლი+საგოლე პასი გაახერხა.
გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ) – “დინამოს” რიგებში დაბრუნებულმა გიორგი ნავალოვსკიმ კარგი მატჩი ჩაატარა და ბოლო გოლის მომენტში იბრძოლა, მოიგო და საგოლე პასი გააკეთა.
დათო კირკიტაძე (სიონი) – ბოლნისელები “რუსთავთან” 0-3 მარცხებოდნენ, თუმცა კირკიტაძემ შეხვედრის 84-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა, ბოლოს კი მისი ასისტით ლევან ხმალაძემ გაათანაბრა.
გიორგი ჯანელიძე (დინამო ბთ) – ბათუმელთა კაპიტნის შეგდებულმა ბურთმა გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ნიკა ნინუა (დინამო თბ) – 19 წლის ნინუა “დინამოს” ნახევარდაცვის ლიდერია და მისი ულამაზესი გადატანა მოედნის ერთი სივრციდან მეორეში, შენგელიას გოლით დასრულდა.
გიორგი კუცია (დილა) – მოედანზე შემოსვლიდან 5 წუთში კუციამ “საბურთალოს” გაუტანა.
ლევან შენგელია (დინამო თბ) – შენგელია განსაკუთრებით მე-2 ტაიმში გააქტიურდა “ტორპედოს” წინააღმდეგ და 77-ე წუთზე თავის სტილში გაისწორა და მარცხენა ფეხით კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.
ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბთ) – ჯოვინომ ისევ გაიტანა, ისევ თავის სტილში.
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – სიხარულიძემ ისევ გაიტანა და ბომბარდირებს ნელ-ნელა მიუახლოვდა.