ეროვნული ლიგა: მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით

თარიღი: ივნისი 25, 2019

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის Fanebi.com-ის სიმბოლურ ნაკრებში ქუთაისის “ტორპედოს” 4 ფეხბურთელი მოხვდა. გუნდი, რომელიც, შესაძლოა, მალე დაიშალოს, “სიონს” 7-0 ამარცხებს. “ჩიხურას” შეუცვლელი მეკარე და “დინამოს” ახალგაზრდა ლიდერი. 2017 წლის დაბრუნებული ბომბარდირი და საბერძნეთიდან ჩამოსული რეხვიაშვილი. 3-5-2.

დინო ჰამზიჩი (ჩიხურა) – საჩხერის “ჩიხურას” მეკარე დინო ჰამზიჩი 8 მატჩიანი მშრალი სერიით ეროვნულ ლიგას თანალიდერობს. ჰამზიჩი, შესაძლოა, ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერია და “დინამოსთან” “ჩიხურა” უამრავჯერ გადაარჩინა. ნინუას დარტყმულის აღება შეუძლებელი იყო.

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო) – “სიონთან” მოგებულ შეხვედრაში გეგეჭკორმა გოლი გაიტანა და მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.

გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო) – რეხვიაშვილმა დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე.

გურამ გიორბელიძე (დილა) – რეაქტიული მცველი “ვიტ ჯორჯიასთან” კვლავ გამორჩეული იყო.

ნიკა ნინუა (დინამო) – სეზონის წინ თბილისის “დინამო” ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა, მათ შორის, ნიკა ნინუა არ იყო, რომელიც დღეს გუნდის ნახევარდაცვის შეუცვლელი ლიდერია. ნინუამ ჰამზიჩს ჯარიმიდან აუღებელი დაურტყა და 3 ქულა მოიპოვა.

ალვინ ფორტესი (დილა) – ფორტესმა “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ 2 საგოლე პასი გააკეთა.

მერაბ გიგაური (ტორპედო) – გიგაურმა “სიონთან” 2 ასისტი დადო და მათე ცინცაძის არყოფნაში, ნახევარდაცვას აკონტროლებდა.

ზაზა ციცქიშვილი (რუსთავი) – ციცქიშვილი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს და “ლოკომოტივის” მეკარეს, დემეტრე ბულისკერიას 500 წუთიანი მშრალი სერია დაუმთავრა.

ნოდარ ქავთარაძე (ტორპედო) – უსწრაფესმა ქავთარაძემ დუბლი შეასრულა და რუსეთში დაბადებულმა, რუსეთის მოქალაქეობის მქონემ, მატჩის დაწყებამდე ანტისაოკუპაციო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირს უკვე 8 გოლი დაუგროვდა და “რუსთავთან” პირველივე წუთზე გაიტანა.

ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – ბუდუ ნაკრებში! ზივზივაძემ “სიონს” 3-ჯერ გაუტანა და 19 შეხვედრაში 13-ჯერ გამოიჩინა თავი. ბუდუ ევროპის საშუალო დონის გუნდში თავისუფლად დაიმკვიდრებდა ადგილს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ლივერპული” ასეთი შედეგით ნებისმიერ ჩემპიონატს მოიგებდა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ “ლივერპულის” შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულმა გუნდმა ინგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის ვიდეო: როგორ დაიწყო ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩი

25 იანვარს ჰოლანდიის ერედივიზიონში “ვალვაიკმა” საკუთარ მოედანზე “ვენლო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მძიმე კადრები: 17 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

26 იანვარს, მექსიკის ჩემპიონატში “ლეონმა” საკუთარ მოედანზე “პაჩუკა” მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარის მინიშნება – “იუვენტუსი”, შესაძლოა, ბოლო კლუბი აღმოჩნდეს

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “იუვენტუსი” მისთვის შესაძლოა ბოლო კლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაიას საგოლე პასი “გენკთან” მატჩში (ვიდეო)

25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქე 4:1 დაამარცხა. “გენტის” ორივე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზიპ ილიჩიჩმა “ტორინოს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Someone force Ilicic to do a drug testpic.twitter.com/sXRk2N5PA2 — Omar 🥶 (@AlessioTackle) January […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა სერჟ გნაბრიმ “შალკეს” (ვიდეო)

25 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” მიიღო და მეტოქე 5:0 დაამარცხა. შეხვედრის ბოლო [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 იანვარი

ფაბინიო: “მბაპეს შეძენა მწვრთნელისათვის თავის ტკივილი იქნება” “ლივერპულის” ნახევარმცველმა, ფაბინიომ კილიან მბაპეს შესახებ მცირე კომენტარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორეცკას ულამაზესი გოლი “შალკეს” კარში (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბაიერნსა” და “შალკეს” შორის მიმდინარე მატჩის 50-ე წუთზე ლეონ გორეცკამ სტუმართა კარში ულამაზესი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი ბეილზე საუბრისას: “ყოველთვის დავიცავ ჩემ ფეხბურთელებს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “ვალიადოლიდთან” გასამართი მატჩის წინ ზინედინ ზიდანის არყოფნის მიზეზებზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიოლა: “იუვენტუსის” ფანებმა პოგბსა დაბრუნებაზე უნდა იოცნებონ”

პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა პრესასთან საუბირსას საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც “იუვეს” ფანებმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბინიო: “მბაპეს შეძენა მწვრთნელისათვის თავის ტკივილი იქნება”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა, ფაბინიომ კილიან მბაპეს შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მბაპეს “ლივერპულთან” ხშირად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტეო ერნანდესს “ბრეშასთან” სუპერგოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

24 იანვარს, იტალიის სერია A-ში “მილანი” სტუმრად “ბრეშას” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა. მატჩის 86-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე პოპულარობაზე: “კარფურში ყველის ყიდვაც კი მიჭირს”

“პარი სენ-ჟერმენის” 21 წლის სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ცნობადობა და პოპულარობა ხშირად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დროის რა პერიოდში შეიძლება იზეიმოს “ლივერპულმა” ჩემპიონობა?

იურგენ კლოპის “ლივერპული” პრემიერ ლიგაში უბრალოდ გასაოცარ შედეგებს აჩვენებს. ტოპ-5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტარტი სწორედ [&helli...
წაკითხვა