ეროვნული ლიგა: მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

თარიღი: აპრილი 1, 2019

ეროვნული ლიგის მე-5 ტური მასპინძლების სრული დომინირებით მიმდინარეობდა და მხოლოდ ბათუმის “დინამომ” შეძლო სტუმრად “ვიტ ჯორჯიას” დამარცხება. ჰეთ-რიკი შეასრულა თბილისურ დერბიში ლევან კუტალიამ, “ტორპედომ” “რუსთავთან” ცენტრალური მცველების შესანიშნავი თამაშის ხარჯზე მოიგო, “დილამ”  და “ჩიხურამ” კი პირველი გამარჯვებები აიღეს. Fanebi.com ტურის სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ.

დინო ჰამზიჩი (“ჩიხურა”) – 5 ტურის შემდეგ “ჩიხურამ” პირველად შეძლო კარის მშრალად შენახვა და ჰამზიჩი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

კიჭი მელიავა (ბათუმის “დინამო”) – მელიავამ გაბრიელ რამოსს საგოლე პასი გაუკეთა და მარჯვენა ფლანგზე თითქმის შეუცდომლად იდგა.

მამუკა კობახიძე (“ტორპედო”) – “რუსთავის” წინააღმდეგ კობახიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ცენტრალურმა მცველმა პირველი გოლის ეპიზოდში რამდენჯერმე მოატყუა მეტოქის საჯარიმოში რუსთაველები და ყველა პირობა შეუქმნა აზაცკის გასატანად. შეხვედრისას რამდენიმე ძალიან კარგი შორეული პასიც გააკეთა.

ოლექსანდრ აზაცკი (“ტორპედო”) – აზაცკიმ “რუსთავს” გაუტანა, რომელიც მისი მე-2 გოლი აღმოჩნდა ეროვნულ ლიგაში. აზაცკისა და კობახიძის დუეტი კვლავ გამორჩეულია.

გურამ გიორბელიძე (“დილა”) – გიორბელიძე “ლოკომოტივის” წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად აქტიურად ერთვებოდა შეტევაში, თუმცა დაცვაში პრაქტიკულად გაუვალი იყო. გიორბელიძემ დიდი წვლილი შეიტანა პირველ გამარჯვებაში.

ლუკა რაზმაძე (“დილა”) – “დილას” 35 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მასზე დაკისრებული მოვალეობები შესაშურად შეასრულა და ნახევარდაცვის ცენტრში პასებს ანაწილებდა, თამაშს აბალანსებდა და მეტოქის შეტევებს მაქსიმალურად შლიდა.

მიშიკო სარდალიშვილი (“ჩიხურა”) – სარდალიშვილმა “სიონის” წინააღმდეგ 2 გოლი და 1 საგოლე პასი  მიითვალა. ამით ყველაფერი ნათქვამია.

ზურიკო დავითაშვილი (“ლოკომოტივი”) – “ლოკომოტივმა” “დილას” წინააღმდეგ 3-1 წააგო, თუმცა რუსეთიდან დაბრუნებული დავითაშვილი თავის გუნდში ყველაზე გამორჩეული იყო და ყველაზე მეტს ცდილობდა. “ლოკოდან” ერთადერთი გატანილი ბურთი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.

გაბრიელ რამოსი (ბათუმის “დინამო”) – მაშინ როცა “დინამოს” ჯოვინო ფლამარიონი ტრავმირებული ჰყავდა, გუნდის ლიდერობდა გაბრიელ რამოსმა ითავა და “ვიტ ჯორჯიას” ერთადერთი გოლი სწორედ მან შეუგდო.

ნუგზარ სპანდერაშვილი (“დილა”) – “ლოკომოტივის” წინააღმდეგ სპანდერაშვილი მარცხენა ფრთაზე დადგა და ამ ტაკტიკურმა ცვლილებამ ნამდვილად გაამართლა. სპანდერაშვილმა გოლიც გაიტანა და “ლოკოს” მცველებიც მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ ჰყავდა.

ლევან კუტალია (თბილისის “დინამო”) – კუტალიამ “საბურთალოსთან” ჰეთრიკი შეასრულა. 2-ჯერ გაათანაბრა, თამაშის ბოლოს კი “დინამოს” წინ გაყვანაც შეძლო. კარგი საგოლე ალღო და პოზიციის საუკეთესოდ შერჩევა. კუტალია ტურის ფეხბურთელია.

მთავარი ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ალეგრი: “რონალდუ “იუვენტუსის” მომავალია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუდ გულიტი: “გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს, რადგან მესი არ ყავს”

ფეხბურთის ჰოლანდიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი რუდ გულიტი მიიჩნევს, რომ ერთადერთი რამ, რაც გვარდიოლას ჩემპიონთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს ჟესტი თანაგუნდელების მისამართით “აიაქსთან” მატჩის შემდეგ (ვიდეო)

16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე “აიაქსთან” 1:2 დამარცხდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერნესტო ვალვერდემ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. “მიუხედავად იმისა, რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” პასუხი: “ბარსელონას” ფანებს ბილეთებს განზრახ გაუძვირე

“ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბარსელონამ” მერსესაიდულ კლუბს 1 მაისს, “კა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “მანჩესტერ იუნაიტედს” მესი გალიაში უნდა გამოეკეტა”

ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, მანჩესტერულ გრანდსა და “ბარსელონას” შორის გამართული ორმატჩიანი დუელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუკა დავითაშვილის ულამაზესი ჯარიმა “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე 1/8 ფინალში “ლოკომოტივი” მადრიდის “ატლეტიკოს” ეთამაშება და პირველ ტაიმში ანგარიში 1-1. ან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგი “ტოტენჰემთან” მატჩზე: “აიაქსს” ყოველთვის აუტსაიდერად ჩათვ

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

დღეს, საქართველოს თავით ყიფიანის სახელობის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მედია: გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიური პრესის ინფორმაციით, “გენტის” ქართველმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ჩაკვეტაძეს “გენტთან̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდი “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება

საქართველოს 19-წლამდე ლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი” ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. სულიკო დავი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესო მოთამაშისათვის განკუთვნილი ჯილდო “ბარსელონას̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

სონმა დისკვალიფიკაციის შესახებ ინტერვიუს დროს გაიგო

17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

18 აპრილს, უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპირს განმეორებითი მატჩებ გაიმართა. “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე პრაღის “სლავია”...
წაკითხვა
ფეხბურთი

#საკმარისია – პრემიერ ლიგა სოციალურ ქსელებს ბოიკოტს გამოუცხადებს

პრემიერ ლიგის ფეხბურთელები პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციის კამპანიას უერთდებიან, რომელიც მიზნად ფეხბურთში რასიზმის ყოველგვარი გამოვლინების აღმოფ...
წაკითხვა