ეროვნული ლიგა: მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები

თარიღი: აპრილი 15, 2019

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში 14 გოლი გავიდა და 5-ვე მატჩში რადიკალურად განსხვავებული სცენარი ვიხილეთ. “მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” 2-3 წააგო და კონკურენტებს ცხრილში სიტუაციის დაძაბვის საშუალება მისცა. “ღმერთის ხელი”, ფრუიძის გუნდის შეკრების ალღო, გეგუჩაძის კლასი, “ტორპედო”, “სიონის” უგულავა, რომელსაც ვერავინ ამჩნევს და “დინამოს” ლეგიონერები. ტურის საუკეთესო ფეხბურთელად Fanebi.com ბიძინა მახარობლიძეს მიიჩნევს.

მიხეილ ალავიძე (“დინამო ბთ”) – ბათუმის “დინამომ” მიმდინარე სეზონში მეხუთედ შეძლო კარის მშრალად შენახვა და ალავიძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ალავიძე დგას და დაფრინავს იქ, სადაც ბურთია.

გურამ ადამაძე (“დინამო ბთ”) – კარგი მეკარე საიმედო დაცვის გარეშე ნამდვილად ვერ მოახერხებდა 8 ტურში 5-ჯერ კარის მშრალად შენახვას. ადამაძე და გაგოშიძე ცენტრალურ დაცვას ამაგრებენ, თუმცა ამჯერად ადამაძე გამოვარჩიეთ.

ვიქტორ მონხილი (“დინამო თბ”) – “დინამომ” ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ეს დიდწილად კარგი დაცვის დამსახურებაა. მონხილი მეჯუბისთან ერთად საინტერესო დუეტს ქმნის და “დილასთანაც” გამოირჩა.

ლევან გეგეჭკორი (“ტორპედო”) – შეიძლება, ბევრს გეგეჭკორის თამაშის ყურებისას უკვირდეს, თუ როგორ აჩერებს ის ბურთს და უმეტესად, რატომ ასწორებს ბურთის ისარს ყოველთვის რევერსული მიმართულებით მიღების შემდეგ. გეგეჭკორი საინტერესო ფეხბურთელია და “ვიტ ჯორჯიასთან” საგოლე პასით და კარგი ართმევებით გამოირჩა.

ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”) – საჩხერის “ჩიხურას” მარცხენა მცველი სეზონის დასაწყისში სათადარიგო სკამზე გვევლინებოდა, თუმცა კლუბის საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, ფრუიძის მისი საქმეში ჩართვა მოუწია და ჩიკვაიძეც, როგორც ყოველთვის, სამსონის ერთ-ერთი მთავარი იმედია. “საბურთალოსთან” ჩიკვაიძე მარცხენა ფლანგზე თითქმის შეუცდომლად ირჯებოდა.

რევაზ ჩიტეიშვილი (“ჩიხურა”) – სოსო ფრუიძე, მიუხედავად არსებული სიტუაციისა და ლიდერების წასვლისა, ყოველთვის გამორჩეულ გუნდს აყენებს და ამაში ფეხბურთელებისთვის პოზიციების შეცვლაც გამოიხატება. ჩიტეიშვილი გასულ სეზონში მარჯვენა მცველად იდგა, ბოლო რამდენიმე მატჩია კი საყრდენი ნახევარმცველია და “საბურთალოს” მეტად მძლავრ ნახევარდაცვას დაუპირისპირდა.

რიჩარდ ლუკა (“ტორპედო”) – “ტორპედოს” ბრაზილიელი შემტევი კარგ ფორმაში შევიდა და მისი გაჩერება მხოლოდ 1 მცველისთვის რთული პროცედურაა. ლუკა “ვიტ ჯორჯიასთან” ძალიან აქტიური იყო.

ჯოვინო ფლამარიონი (“დინამო ბთ”) – ჯოვინო ფლამარიონი დაბრუნების შემდეგ ეროვნულ ლიგასაც მოერგო და ზედიზედ მე-2 ტურში გაიტანა. ამჯერად, ჯოვინომ მამარდაშვილს თავზე გადაუგდო და მთელი მატჩი აქტიური გახლდათ.

ბუდუ ზივზივაძე (“ტორპედო”) – რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ზივზივაძემ “ვიტ ჯორჯიას” პირადად შეუსრულა. ჯერ თავით შესანიშნავი გოლი გაიტანა, შემდეგ კი კაპანაძეს გაატანინა. ბუდუ მატჩის გმირია.

ჯაბა უგულავა (“სიონი”) – ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი ჯაბა უგულავა ჩემპიონატის ბომბარდირია 6 გოლით. უგულავას ეს 6 გოლი ისე დაუგროვდა, “სიონის” გულშემატკივრის გარდა ბევრმა ნამდვილად ვერ შეამჩნია. ჯაბა ჯერჯერობით ლიგის მთავარი აღმოჩენაა.

ბიძინა მახარობლიძე (“ჩიხურა”) – გიორგი გაბედავა წავიდა, თუმცა ფრუიძემ გაბეზე ოდნავ დაბალი და უფრო სწრაფი, ბიძინა მახარობლიძე მონახა, რომელიც “ჩიხურას” შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. “საბურთალოს” წინააღმდეგ მახარობლიძემ დუბლი შეასრულა, თუმცა თავისი თამაშით კმაყოფილი მაინც არ იყო. მახარობლიძე სწორედ თავდამსხმელია.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პოლ პოგბა: “ზედიზედ ორი უტიტულო სეზონი კარგი ნამდვილად არ არის”

მანჩესტერული დერბის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ლიდერმა, პოლ პოგბამ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ეცდება [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰადსონ-ოდოიმ “ბარნლისთან” მატჩში ტრავმა მიიღო

ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კალუმ ჰადსონ-ოდოიმ, “ბარნლისთან” მატჩის 41-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრობლემა: გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ლიდერს, გიორგი ჩაკვეტაძეს კვლავ მუხლი აწუხებს. ბელგიური პრესის ცნობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ყველაზე სტაბილური კლუბი ნაპოვნია – რაფა ბენიტესის “ნიუკასლი”

ნამდვილად რთულია იმის მიხვედრა, თუ რატომ დავასახელეთ რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლი” ევროპის ყველაზე სტაბილურ კლუბად. თუმცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვოლფსბურგი” – “ფრანქფურტის” მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა (

22 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში “ვოლფსბურგმა” საკუთარ მოედანზე “ფრანქფურტი” მიიღო. შეხვედრის პირველ წუთზე მასპინძე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინტერნეტსივრცეში მესისა და მისი მეუღლის 1998 წელს გადაღებული ფოტო გავრცელდა

ინტერნეტსივრცეში ლიონელ მესისა და მისი მეუღლის ანტონელა როკუცოს ფოტო გავრცელდა. ის 1998 წელსაა გადაღებული, როცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერ სამსონ ფრუიძე და ბათუმელი მფრინავი – ეროვნული ლიგის პირველი წრის გამორჩეულები

გუშინ ეროვნული ლიგის მე-9 ტური დასრულდა და ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. სიმბოლურში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხსნელი დაბრუნდა! “რუსთავში” ისევ კილასონია

საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დღეიდან გუნდს ვარლამ კილასონია გაწვრთნის. შეგახსენებთ, კილასონია გასული […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა: მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში 12 გოლი და 4 წითელი ბარათი ვიხილეთ. ლიდერებიდან მხოლოდ “საბურთალომ” და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვესმა ჩემპიონობა “შამპანურის მდინარეში” ბანაობით აღნიშნა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე “პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონის სტატუსი გაინაღდა. ეს მოვლენა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ის “პარი სენ-ჟერმენში” რჩება და სხვა კლუბში გადასვლას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა შეაქო. როგორც იცით, 21 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას ამბობდა “კარდიფის” კაპიტანი “ლივერპულთან” მატჩამდე და რა გააკე

21 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში “ლივერპულმა” სტუმრად “კარდიფ სიტი” 2:0 დაამარცხა. შეიძლება, ითქვას, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილნერმა სალაჰს პენალტი არ დაარტყმევინა (ვიდეო)

21 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” სტუმრად “კარდიფ სიტი” 2:0 დაამარცხა. შეხვედრის მე-80 წუთზე “ლივერპულის&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” პირადი რეკორდი პრემიერ ლიგაში

მერსესაიდულმა “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის 35-ე წუთში “კარდიფის” კომფორტული სხვაობით დამარცხება (2-0) შეძლეს და კვლავაც განაგრძო...
წაკითხვა