ეროვნული ლიგა: მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით

თარიღი: აპრილი 22, 2019

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში 12 გოლი და 4 წითელი ბარათი ვიხილეთ. ლიდერებიდან მხოლოდ “საბურთალომ” და ბათუმის “დინამომ” მოიგეს, “ტორპედომ” და თბილისის “დინამომ” კი ქულები დაკარგეს. დიდხნიანი პაუზის შემდეგ “დილამ” შეძლო გამარჯვება და აუტსაიდერი “რუსთავი” დაამარცხა. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.

დინო ჰამზიჩი (“ჩიხურა”) – საჩხერის “ჩიხურამ” “ტორპედოსთან” შეძლო კარის მშრალად შენახვა და ამაში ჰამზიჩს დიდი წვლილი მიუძღვის.

ლუკა ლაკვეხველიანი (“საბურთალო”) – ჩემპიონმა ბოლნისელები მეტწილად დაცვის ფლანგების კარგი თამაშით დაამარცხეს. ლაკვეხველიანი საიმედოდ და მაგრად გამოიყურებოდა.

გრიგოლ ჩაბრაძე (“საბურთალო”) – “საბურთალომ” “სიონი” ძალიან დაძაბულ მატჩში 2-3 დაამარცხა და ჩაბრაძე მარჯვენა ფლანგზე აქტიური გახლდათ. ხშირად ერთვებოდა შეტევებში და გოლიც გაიტანა.

დავით მაისაშვილი (“ჩიხურა”) – ჰამზიჩის კარგი თამაშის გარდა “ჩიხურადან” მაისაშვილი გამოვარჩიეთ. მიუხედავად მირცხულავას სხვა გუნდში წასვლისა, მაისა “ჩიხურას” დაცვის ცენტრის ბურჯად რჩება.

ზურაბ სეხნიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”) – ერთადერთი გოლი თბილისის “დინამოს” კარში სწორედ სეხნიაშვილმა შეაგდო.

ცოტნე მოსიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”) – მოსიაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოირჩეოდა და სეხნიაშვილს საგოლე პასიც გაუკეთა. “დინამოს” ყველაზე მეტად მისი შეჩერება უჭირდა.

ალვინ ფორტესი (“დილა”) – “დილამ” დიდხნიანი პაუზის შემდეგ “რუსთავთან” შეძლო გამარჯვება. ფორტესმა ჯერ გოშთელიანს გაატანინა, შემდეგ თვითონ შეაგდო გამარჯვების გოლი.

თემურ ჩოგაძე (“რუსთავი”) – ჩოგაძე თითქმის ერთადერთი ფეხბურთელია “რუსთავის” შემადგენლობაში, რომელსაც, შესაძლოა, ეს სეზონი მეტ-ნაკლებად წარმატებულად ჩავუთვალოთ. თემური მეტად შეცვლაზე გამოდის და “დილას” წინააღმდეგ შეცვლაზე შემოსვლიდან 7 წუთში გამოიჩინა თავი. რუსთაველთა გავარდნის შემთხვევაში, მას მსურველთა დიდი რიგი ეყოლება.

გიორგი დიასამიძე (“საბურთალო”) – თბილისური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა “სიონთან” კარგად ითამაშა და 78-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.

ჯოვინო ფლამარიონი (“დინამო ბთ”) – ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მე-3 შეხვედრაში იმარჯვა და ჯოვინომ დუბლი შეასრულა. ბრაზილიელმა ბოლო წუთზე გაუტანა “ლოკომოტივს” და წლის საუკეთესო ლეგიონერის სტატუსისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.

გურამ გოშთელიანი (“დილა”) – “საბურთალოდან” იჯარით წასული გოშთელიანი გორელთა ლიდერად ყალიბდება. გოშთელიანი იღებს სათამაშო დროს და გოლი თითქმის ყველა შეხვედრაში გააქვს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სახალისო მომენტი: მოჰამედ სალაჰის პასი “შრუსბერისთან” მატჩში (ვიდეო)

ინგლისის ასოციაციის თასზე, “შრუსბერისა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში (2:2), ერთ-ერთ ეპიზოდში კურიოზული რამ მოხდა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გაუტანა “ლაციომ” “რომას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Not so well.. #RomaLazio pic.twitter.com/CtdiSoqDST — 𝖣𝖾 𝖫𝗂𝗀𝗍 𝑓𝑎𝑛 𝑎𝑐𝑐𝑜𝑢𝑛𝑡 (@thelighton_emi) January 26, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი მაგუაირმა “ტრანმერ როვერსს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო ⚽️ Tranmere vs Manchester United | Maguire (GOAL!!!) 10' #TRAMUN pic.twitter.com/JWHfUVzW1S — D9INE […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” ბრაზილიელმა შემტევმა დატოვა, რომელშიც 400 ათას ევროს იხდიდნენ

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, გაბრიელ რამოსმა დატოვა. რამოსი ბრაზილიაში თავიდან ოჯახური პრობლემების გამო გაემგზავრა, ჯერ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ლივერპული” ასეთი შედეგით ნებისმიერ ჩემპიონატს მოიგებდა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ “ლივერპულის” შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულმა გუნდმა ინგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის ვიდეო: როგორ დაიწყო ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩი

25 იანვარს ჰოლანდიის ერედივიზიონში “ვალვაიკმა” საკუთარ მოედანზე “ვენლო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მძიმე კადრები: 17 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

26 იანვარს, მექსიკის ჩემპიონატში “ლეონმა” საკუთარ მოედანზე “პაჩუკა” მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარის მინიშნება – “იუვენტუსი”, შესაძლოა, ბოლო კლუბი აღმოჩნდეს

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “იუვენტუსი” მისთვის შესაძლოა ბოლო კლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაიას საგოლე პასი “გენკთან” მატჩში (ვიდეო)

25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქე 4:1 დაამარცხა. “გენტის” ორივე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზიპ ილიჩიჩმა “ტორინოს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Someone force Ilicic to do a drug testpic.twitter.com/sXRk2N5PA2 — Omar 🥶 (@AlessioTackle) January […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა სერჟ გნაბრიმ “შალკეს” (ვიდეო)

25 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” მიიღო და მეტოქე 5:0 დაამარცხა. შეხვედრის ბოლო [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 იანვარი

ფაბინიო: “მბაპეს შეძენა მწვრთნელისათვის თავის ტკივილი იქნება” “ლივერპულის” ნახევარმცველმა, ფაბინიომ კილიან მბაპეს შესახებ მცირე კომენტარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორეცკას ულამაზესი გოლი “შალკეს” კარში (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბაიერნსა” და “შალკეს” შორის მიმდინარე მატჩის 50-ე წუთზე ლეონ გორეცკამ სტუმართა კარში ულამაზესი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი ბეილზე საუბრისას: “ყოველთვის დავიცავ ჩემ ფეხბურთელებს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “ვალიადოლიდთან” გასამართი მატჩის წინ ზინედინ ზიდანის არყოფნის მიზეზებზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიოლა: “იუვენტუსის” ფანებმა პოგბსა დაბრუნებაზე უნდა იოცნებონ”

პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა პრესასთან საუბირსას საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც “იუვეს” ფანებმა […]...
წაკითხვა