ეროვნული ლიგა – პირველი გოლები ჩემპიონატში და ლიდერთა გამარჯვებები
დღეს ეროვნული ლიგის მე-7 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში ბოლნისის “სიონმა” 2-4 წააგო ბათუმის “დინამოსთან”. ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს, თუმცა ჯერ ფლამარიონმა პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში, შემდეგ მანჯგალაძემ წინ გაიყვანა გუნდი, 56-ზე უგულავამ პენალტით გათანაბრებაც შეძლო. 74-ე წუთზე მოედანზე რომან ჭანტურია შემოვიდა, რომელმაც 15 წუთში დუბლი შეასრულა და ბათუმმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.
თბილისის “დინამომ” ბოლო ადგილოსანი “რუსთავი” მიიღო და 3-1 გაიმარჯვა. შენგელია, კუტალია და შულაია იყვნენ გამარჯვების მთავარი შემოქმედნი. პირველი გოლი გაიტანა “რუსთავში” გადასვლიდან ლუკა იმნაძემ.
პირველი ბურთები შეაგდო ქუთაისის “ტორპედოში” რიჩარდ ლუკამ. გორის “დილას” წინააღმდეგ 88-ე წუთზე პენალტიც მოიპოვა, თვითონ შეასრულა და 89-ე წუთზე სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.
თბილისის “დინამოს”, ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” 13-13-13 ქულა დაუგროვდათ. ბოლო პოზიციებზე “სიონი”, “ლოკომოტივი”, “დილა” და “რუსთავი” არიან. ხვალ “ვიტ ჯორჯია” და “საბურთალო” ითამაშებენ.
დილა 0-2 ტორპედო
გოლი: რიჩარდ ლუკა 55/88
დილა: გუგეშაშვილი – მაჩაიძე, სანტოსი, მირცხულავა, გიორბელიძე – ნონდი (პაიმი 67), კუცია (გაგნიძე 71) – ფორტესი, ნონიკაშვილი, სპანდერაშვილი – გოშთელიანი
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე
ტორპედო: კვასხვაძე – ქიმაძე, კობახიძე, აზაცკი, გეგეჭკორი – ლუკა, ცინცაძე, გიგაური, ქავთარაძე (დოლიძე 76) – კაპანაძე (წიქარიძე 62), ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
წითელი ბარათი: 52
დინამო 3-1 რუსთავი
გოლები: შენგელია 29/58, შულაია 33 – იმნაძე 76
დინამო: პერალესი – იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე – ივანისენია, ნინუა – შულაია, შენგელია (როხანო 61), ზარია (კარბია 56)- კუტალია (აზაროვი 72)
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი
რუსთავი: კულუა – ტაკულოვი, ჯაფიაშვილი, გადრანი, სილაგაძე – ნარიმანიძე (იმნაძე 56), ფონიავა, გისტაროვი – ყიფიანი (კაპანაძე 69), ქოჩლაძე, ჩოგაძე (ციცქიშვილი 59)
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
სიონი 2-4 დინამო ბთ
გოლები: ისიანი 12, უგულავა 56 – ფლამარიონი 20, მანგჯგალაძე 27, ჭანტურა 77/84
სიონი: ზარქუა – ტვილდიანი, უგრეხელიძე (თომაშვილი 77), აფაქიძე, სუხიაშვილი – თარხნიშვილი, ხმალაძე – კირკიტაძე, თარგამაძე, ისიანი (ლეჟავა 80) – უგულავა (მაქაცარაი 81)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
დინამო ბთ: ალავიძე – ნავალოვსკი, გაგოშიძე, ადამაძე, მელიავა – მანჯგალაძე, მამუჩაშვილი – რამოსი, ფლამარიონი (თევდორაძე 69), ჯანელიძე (გაფრინდაშვილი 64) – საბანაძე (ჭანტურია 74)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე