ეროვნული ლიგა – ქვემო ქართლელები წინ მიიწევენ
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის საწყისი მატჩები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. “რუსთავმა” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო და 2-1 იმარჯვა. ანგარიში 50-ე წუთზე ქავთარაძემ გახსნა, ქოჩლაძემ 74-ზე ანგარიში 2-0 გახადა, “ლოკოდან” კი მხოლოდ შეცვლაზე მოსულმა კირკიტაძემ შეძლო 1 ბურთის გაქვითვა. 55-ე წუთზე “ლოკომოტივი” 10 კაცით დარჩა კომახიძის გაძევების შემდგომ. აღსანიშნავია მამარდაშვილის რამდენიმე საოცარი სეივი და კირკიტაძის საუკეთესოდ შემოსვლა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბოლნისის “სიონმა” 3 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო. “სიონმა” ფინანსურ კრიზისში მყოფ “ტორპედოს” 2 უპასუხო გოლი გაუტანა. ძველი გვარდია, დიმიტრი ტატანაშვილი და ლევან ხმალაძე გამოირჩნენ. “ტორპედოს” აშკარად ეტყობა შეუთამაშებლობა და “სიონმა” ეს კარგად გამოიყენა.
“რუსთავმა” ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა და “ლოკომოტივს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, “სიონმა” “დილას” გადაასწრო და მე-9 პოზიციაზეა. 20:00 საათზე ტურის მთავარი დაპირისპირება, ბათუმის “დინამო” – “საბურთალო” დაიწყება.
რუსთავი 2-1 ლოკომოტივი
გოლები: ქავთარაძე 50, ქოჩლაძე 74 – კირკიტაძე 81
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ბუგულოვი, ნოზაძე, ლაცაბიძე – ქოჩლაძე, ვასაძე (ძალამიძე 76) – იმნაძე, კიტეიშვილი (სიჭინავა 63), სილაგაძე – ქავთარაძე (თევზაძე 73)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – დარცმელია, შონია – ინჯგია (კირკიტაძე 62), გოროზია (ანდრონიკაშვილი 59), მახარობლიძე (შეყილაძე 76) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
წითელი ბარათი: კომახიძე 55
სიონი 2-0 ტორპედო
გოლები: ტატანაშვილი 19, ხმალაძე 52
სიონი: გოშაძე – აფაქიძე, უგრეხელიძე, ჯაფიაშვილი – ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი (გვარაძე 79), თარხნიშვილი, ხმალაძე (ჩაჩუა 90), სუხიაშვილი – უგულავა (კახაბრიშვილი 86) ტატანაშვილი
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ტორპედო: ასათიანი – მაჩაიძე, ხურცილავა, გადრანი, ნადარაია – მოსიაშვილი, ჭიჭინაძე (იონანიძე 61), გრიგალაშვილი (დოლიძე 56), ჩუკურა – ჩოგაძე (ნებიერიძე 74), ციცქიშვილი
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი