ეროვნული ლიგა – როცა ზაფხულის ცხელ ღამეს ელ-კლასიკოც გეზარება
ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო შეხვედრაში ქართული ელ-კლასიკო გაიმართა და სულ 2 მომენტი შეიქმნა. უკრაინელმა ბობკომ ცენტრალური მცველების გაუგებრობით ისარგებლა და ბურთი ხარიხას გაარტყა, თავის მხრივ, 92-ე წუთზე აზაროვმა ჩააწოდა და კუციამ მარჯვენა მაღალ კუთხეში დაარტყა არაზუსტად. მატჩი, საერთო ჯამში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა გუნდები სახიფათო ეპიზოდებს ვერ ქმნიდნენ და კარში ვერ ურტყამდნენ.
69-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ფლანგის მცველები, თორნიკე გრიგალაშვილი და გიორგი ქიმაძე გააძევა.
“დინამოს” 9 ქულა აქვს და გორის “დილა” ერთპიროვნულ ლიდერად გაუშვა. “ტორპედოს” 5 ქულა დაუგროვდა და მე-7 პოზიციაზეა.
ტორპედო 0-0 დინამო თბ
ტორპედო: ბულისკერია – გრიგალაშვილი, ადამაძე, კასრაძე, ნადარაია – ბობკო, ჯანელიძე, ტაბატაძე, ივანიშვილი – ციცქიშვილი, ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
დინამო თბ: კვასხვაძე – იაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე – მექვაბიშვილი, პაპავა – ბუღრიძე (ქავთარაძე 46), კუცია, პერნამბუკო – კაპანაძე (გაბედავა 79)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
წითელი ბარათები: გრიგალაშვილი 69 – ქიმაძე 69