ეროვნული ლიგა – “რუსთავმა” “საბურთალოს” მოუგო, “ტორპედომ” “ლოკომოტივს”
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ორივე მატჩი 2 ბურთიანი სხვაობით დამთავრდა. ბოლო ადგილოსანმა “რუსთავმა” მოქმედი ჩემპიონი, ჩემპიონატის ლიდერი “საბურთალო” დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა. ანგარიში იმნაძემ გახსნა 59-ე წუთზე, გისტაროვმა უძლიერესი დარტყმით 2-0 გახადა, 93-ზე ცნობილაძემ 1 გოლის გაქვითვა შეძლო, მაგრამ ბოლო წამზე გისტაროვმა ჩაბრაძეს აართვა და 3-1 დააფიქსირა. “რუსთავმა” ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა და 9 ქულა დაუგროვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია, გუნდმა “ლოკომოტივის” დამარცხება შეძლო. ტაიმის დასაწყისში ქავთარაძემ შესანიშნავად ითამაშა, ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და ზივზივაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა. თავისი გოლი შეაგდო ლუკამაც, ხოლო, პრესტიჟის ბურთი შონიას ანგარიშზეა. დროებით “ტორპედო” მე-2 ადგილზე აღზევდა, “ლოკოს” “რუსთავი” დაეწია.
რუსთავი 3-1 საბურთალო
გოლები: იმნაძე 59, გისტაროვი 74, ზვიადაძე 95 – ცნობილაძე 93
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, გუჯაბიძე, ჯაფიაშვილი, ფონიავა, – ქოჩლაძე (გადრანი 88) – ციცქიშვილი, გისტაროვი, კიტეიშვილი (ჩოგაძე 64), სილაგაძე – იმნაძე (ზვიადაძე 94)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხველიანი – გორგიაშვილი (დვალიშვილი 63), ალთუნაშვილი – შინდაგორიძე, დიასამიძე (გვარაძე 32), კოხრეიძე – როლოვიჩი (გონსალვეში 57)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ლოკომოტივი 1-3 ტორპედო
გოლები: შონია 81 – ქავთარაძე 12, ზივზივაძე 14, ლუკა 62
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, ძებნიაური, კომახიძე – შონია, გვალია (სამურკასოვი 76), კირკიტაძე, დავითაშვილი, კობახიძე (ინჯგია 64) – ჯიქია (სიხარულიძე 59)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა – გიგაური, ჩიჩუა – ლუკა (ნებიერიძე 82), ქავთარაძე, წიქარიძე (კაპანაძე 67) – ზივზივაძე (დოლიძე 71)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი