ეროვნული ლიგა – “საბურთალო” ბრინჯაოს პრიზიორია, “რუსთავმა” “სიონს” აჯობა

თარიღი: ნოემბერი 30, 2019

ეროვნული ლიგის 36-ე ტურის პირველ დღეს პლეი-ოფის ადგილები განაწილდა. “საბურთალომ” 5-1 გაანადგურა ბოლნისის “სიონი”. ლაშა კოხრეიძემ, რომელიც მე-2 მატჩს ატარებდა ელიგაში, დუბლი შეასრულა. კოხრეიძემ პირველ მატჩშიც გამოიჩინა თავი. დანარჩენი გაბედავას, მალისა და ალთუნაშვილის ანგარიშებზეა. საპასუხოდ მხოლოდ ტატანაშვილმა შეაგდო.

“რუსთავმა” გორის “დილას” წარმოუდგენლად რთული მატჩი შემოატრილა. “დილა” მე-9 წუთისთვის უკვე 0-2-ს იგებდა და “რუსთავმა” მე-2 ნახევარში ჯერ ბაირამოვის, შემდეგ კი სიჭინავას საჯარიმოთი გაათანაბრა.

“საბურთალო” მე-3 ადგილზე გავიდა, “დილა” 43 ქულით პლეი-ოფს გადაურჩა. “რუსთავსა” და “სიონს” 38-38 ქულა დაუგროვდათ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, “რუსთავი” მე-8 პოზიციაზე გავიდა, “სიონი” ბოლოსწინაზე.

შესაბამისად, პლეი-ოფში “რუსთავი” – “თელავი”, “სამტრედია” – “სიონი” იქნება.

საბურთალო  5-1 სიონი

გოლები: ლაშა კოხრეიძე 2/49, გაბედავა 57, მალი 60, ალთუნაშვილი 87 – ტატანაშვილი 20

საბურთალო: კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ტერა (ყენია 65), ალთუნაშვილი – როლოვიჩი (ცნობილაძე 46), გაბედავა, გორგიაშვილი (რეხვიაშვილი 46)- ლაშა კოხრეიძე

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

სიონი: გოშაძე – ჩაჩუა, ჯაფიაშვილი (თომაშვილი 63), აფაქიძე – თარხნიშვილი – კახაბრიშვილი (სუხიაშვილი 46), ცაცკრიალაშვილი, თარგამაძე (უგულავა 46), ივანიშვილი – გვარაძე, ტატანაშვილი

მთავარი მწვრთნელი; თეიმურაზ შალამბერიძე

რუსთავი 2-2 დილა

გოლები: ბაირამოვი 61, სიჭინავა 76 – სპანდერაშვილი 1, წიქარიძე 9

რუსთავი: მამარდაშვილი – თევზაძე (ლაცაბიძე 46), ნოზაძე, გუბულოვი, ბაირამოვი – პავლოვი – ლეჟავა (იმნაძე 46), კიტეიშვილი (ასათიანი 90), სიჭინავა, სილაგაძე – ქავთარაძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დილა: ტიტვინიძე – კერელეიშვილი, მირცხულავა, ბალგუ, ე.სანტოსი – სპანდერაშვილი (გოშთელიანი 64), ნონიკაშვილი (ალიმბარაშვილი 85), გაგნიძე, ა.სანტოსი – წიქარიძე (მირცხულავა 72) – კოვტალიუკი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

მსგავსი სიახლეები