ეროვნული ლიგა – “საბურთალო” კვლავ იგებს, “რუსთავი” “სიონს” დაუზავდა
ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ბოლო 2 შეხვედრაში 5 გოლი გავიდა. “რუსთავმა” საკუთარ მოედანზე ბოლნისის “სიონთან” 1 ქულა აიღო. ჯაბა უგულავამ მამარდაშვილს მე-6 წუთზე გაუტანა, რუსთაველებმა კი ყველაზე აქტიური, თემურ ჩოგაძის ბურთით 39-ე წუთზე გაათანაბრეს. გუნდებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და 1-1 ქულას დასჯერდნენ.
“საბურთალომ” მიხეილ მესხის სტადიონზე გორის “დილას” 2-1 მოუგო. კვლავ გამოირჩნენ შინდაგორიძე და დვალიშვილი. გორელთაგან ერთადერთი გოლი სპანდერაშვილის ანგარიშზეა.
6 ტურის შემდეგ “საბურთალო” ჩემპიონატს 15 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს 5 ქულით უსწრებს. “რუსთავს” 3 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, “დილას” 5 და მე-9-ზე, “სიონს” – 8 ქულა და მე-6 პოზიცია.
რუსთავი 1-1 სიონი
გოლები: ჩოგაძე 39 – უგულავა 6
რუსთავი: მამარდაშავილი – სილაგაძე, ნარიმანიძე, ჯაფიაშვილი, ტაკულოვი – გისტაროვი, ფონიავა, ციცქიშვილი (იმნაძე 66) – ჩოგაძე, ქოჩლაძე (კიტეიშვილი 89), ყიფიანი (კაპანაძე 83)
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
სიონი: ზარქუა – სუხიაშვილი, აფაქიძე, თომაშვილი, ტვილდიანი – ხმალაძე, სიხარულია, თარხნიშვილი – თარგამაძე (ისიანი 63), უგულავა (მაქაცარია 83), სიხარულია (რაჟამაშვილი 56)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
საბურთალო 2-1 დილა
გოლები: შინდაგორიძე 7, დვალიშვილი 65 – სპანდერაშვილი 72
საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ნადარაია – დიასამიძე, ცნობილაძე, ტერა (გვარაძე 78) – შინდაგორიძე (გორგიაშვილი 64), დვალიშვილი, კოხრეიძე (როლოვიჩი 46)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დილა: გუგეშაშვილი – გიორბელიძე, სანტოსი, მირცხულავა, გრიგალაშვილი (პაიმი 68) – ნონდი, რაზმაძე – ნონიკაშვილი, ფორტესი, კუცია (გაგნიძე 85) – სპანდერაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე