ეროვნული ლიგა – “საბურთალომ” ლიდერობა “ტორპედოს” ძლევით დაიბრუნა
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა და მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის “საბურთალომ” თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” 2-3 დაამარცხა. შეხვედრა მე-8 წუთზე ალთუნაშვილის კარგი მოქმედების შემდეგ გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ალთუნაშვილი, გზად ცენტრალური მცველები მოატყუა და კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა. ქუთათურები ბევრს სცოდავდნენ, თუმცა 32-ე წუთზე წიქარიძის ჩაწოდებულს ზივზივაძე გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად 5 წუთში კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ კვასხვაძე ცუდად გამოვიდა და შინდაგორიძემ თავით გოლი შეაგდო.
მე-2 ტაიმში აზაცკის ავტოგოლით სხვაობა ორბურთიანი გახდა, თუმცა შეცვლაზე შემოსვლიდან 2 წუთში კაპანაძემ 2-3 დააფიქსირა. “ტორპედო” ბევრს ეცადა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა და “საბურთალომ” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო და დროებით ლიდერობა დაიბრუნა.
ტორპედო 2-3 საბურთალო
გოლები: ზივზივაძე 32, კაპანაძე 60 – ალთუნაშვილი 8, შინდაგორიზე 37, აზაცკი 56
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი (ქიმაძე 23), აზაცკი, კობახიძე, ხურცილავა – ცინცაძე, გიგაური – წიქარიძე (კაპანაძე 58), ლუკა (დოლიძე 59), ქავთარაძე – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ალთუნაშვილი, ტერა (ცნობილაძე 81) – გონსალვეში, გორგიაშვილი, გი (გორგიაშვილი 72) – დვალიშვილი (როლოვიჩი 64)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი