ეროვნული ლიგა – საჩხერის “ჩიხურამ” ფრუიძისეული ქამბექი დადო
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის პირველ შეხვედრაში “რუსთავმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და იმერლებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვეს. ლევან კუკუბავამ 36-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა და პირველი ტაიმი 0-1 დასრულდა. მე-2 ნახევარში გიორგი გაბედავამ 64-ე წუთზე პენალტით სხვაობა ორბურთიანი გახადა. 15 წუთში სწორედ პენალტით უპასუხა ბექა ქავთარაძემ, მაგრამ “რუსთავი” მხოლოდ ამას დასჯერდა და 7 ტურის განმავლობაში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა.
4 ტურის წინ “ჩიხურა” მე-6 პოზიციაზე იყო და პრაქტიკულად ევროსარბიელზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდა, მაგრამ სოსო ფრუიძის შეგირდებმა აუტსაიდერებთან და “დილასთან” მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს და მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს. რუსთაველები ჯერჯერობით მშვიდად არიან, თუმცა ლიგაში დარჩენა განაღდებული არ აქვთ.
რუსთავი 1-2 ჩიხურა
გოლები: ქავთარაძე 78 – კაკუბავა 36, გაბედავა 64
რუსთავი: სეფიაშვილი – სილაგაძე, გადრანი, კილასონია, კირკიტაძე – პაპავა, ციცქიშვილი (ლობჯანიძე 71), კვარაცხელია, ფონიავა (ჩუკურა 74) – ქავთარაძე, მარცვალაძე (ჩოგაძე 67)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი (კახაბრიშვილი 45), მაისაშვილი, მირცხულავა, ჩიკვაიძე – სარდალიშვილი, მარკოზაშვილი, კაკუბავა, ბუღრიძე (ლექვთაძე 75) – დემურ ჩიხლაძე (დობროვოლსკი 88), გაბედავა