ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” და “შუქურამ” ქულები გაიყვეს
დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე “სამტრედიამ” მოახერხა. დავით რაჟამაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა და აზამატ ჯიოევს შანსი არ დაუტოვა. ამის შემდეგ აჭარლები უფრო გააქტიურდნენ, რაც ზუსტად 22 წუთში ტაბლოზეც აისახა. ირაკლი კლიმიაშვილის გადაცემის შემდეგ, ლევან საბაძემ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევარში გუნდები გოლის გაშვებას უფრთხოდნენ და ნელ-ნელა აგრესიას აძლიერებდნენ. 68-ე წუთზე “შუქურას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფინიომ მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა აღარაფერი მომხდარა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
ეროვნული ლიგის დანარჩენი ოთხი მატჩი ხვალ გაიმართება.
შემადგენლობები
“სამტრედია”: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (C), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია 82 წთ.), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი 60 წთ.), გიორგი მჭედლიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე.
“შუქურა”: აზამატ ჯიოევი (C), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელიძე (გიგა მამულაშვილი 64 წთ.), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია 90 +5 წთ.), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარაძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე 87 წთ.), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა, გიორგი მჭედლიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გურული.
გოლები: დავით რაჟამაშვილი (19 წთ.) – ლევან საბაძე (41 წთ.).
გაფრთხილებები: ჯემალ გოგიაშვილი (15 წთ.), ნიკა სანდოხაძე (30 წთ), დავით რაჟამაშვილი (55 წთ.) – შერმადინ ართმელიძე (25 წთ.), ჯეფინიო (39 წთ.), ჯეფინიო (68 წთ.), ლაშა ჯაფარიძე (90+3წთ.).
წითელი ბარათი: ჯეფინიო (68 წთ.).
რაჟამაშვილის გოლი