ეროვნული ლიგა – “სამტრედიას” ქამბექი “მერანთან”
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში თბილისის “მერანმა” “სამტრედია” მიიღო და 1-2 დამარცხდა. ანგარიში მე-8 წუთზე კუთხურიდან სეფიაშვილის შეცდომით გამოსვლის შემდეგ თევზაძემ გახსნა და “მერანმა” პირველი ტაიმი მოიგო. რევაზ თევდორაძემ რამდენიმე ძალიან მაგარი სეივიც დაამატა. მე-2 ნახევრის 5 წუთიან მონაკვეთში “სამტრედიამ” 2 გოლი შეაგდო. ჯერ შეცვლაზე შემოსულმა კერძევაძემ, შემდეგ კი უკვე სტაჟიანმა პენალტისტმა ყურბანოვმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
“მერანი” ბევრს ეცადა, მაგრამ კარის ჩარჩოში ნაკლებად არტყამდნენ. შესაბამისად, გუნდს 3 ქულა დარჩა და ბოლო 3 მატჩი წააგო. 3 ქულით მხოლოდ “ჩიხურას” უსწრებს, ხოლო, “სამტრედიას” 8 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე გადავიდა.
მერანი 1-2 სამტრედია
გოლები: თევზაძე 8 – კერძევაძე 49, ყურბანოვი 54 (პ)
მერანი: თევდორაძე – კახელიშვილი (დათუნაიშვილი 48), თევზაძე, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი – ვასაძე (მიქაბერიძე 68), კაკაშვილი, სარდალიშვილი, მახარობლიძე, გაბისკირია – ნაჭყებია (ხაბულიანი 70)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
სამტრედია: სეფიაშვილი – რუხაია, სამბუ, კილასონია, ფერეირა (კვირკვია 46) – მესიაჩენკო (კერძევაძე 46), პავიშიჩი – ახალაძე, დისი (ქოჩლაძე 90), ყურბანოვი – იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა