ეროვნული ლიგა – შინდაგორიძის დუბლი და “ტორპედოს” დამაჯერებელი გამარჯვება ბათუმში
ეროვნული ლიგის მე-2 ტურის პირველი შეხვედრები სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებებით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “საბურთალომ” შინდაგორიძის დუბლით 1-3 დაამარცხა “ლოკომოტივი”, “ტორპედომ” კი ბათუმში “დინამოს” 0-2 მოუგო.
“ლოკომოტივი” მე-11 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა, მე-19 წუთზე კი შინდაგორიძემ პენალტით გაათანაბრა. ლაშამ 63-ე წუთზე მეორეც შეაგდო და 7 წუთში ოგნიენ როლოვიჩმა შეცვლაზე შემოსვლიდან კვლავ შეძლო გატანა. კვლავ არ ჩანან გიორგი კოხრეიძე და ვაგნერ გონსალვეში, რომლებიც გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურებად ითვლებიან.
ბათუმში “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ჩხეტიანმა აზაცკისა და ზივზივაძის გოლებით 3 ქულა ჩაიწერა. “ლუდოგორეცთან” წაგების შემდეგ ქუთათურები დაუმარცხებლები არიან და დღესა დამაჯერებლად იმარჯვეს. პირველ 2 შეხვედრაში გუნდის კაპიტან როინ კვასხვაძეს მაქსიმე ქვილითაია ცვლის.
ბათუმელმა გულშემატკივარმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს მოედანზე და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ ბათუმი ფეხბურთით ცხოვრობს.
ლოკომოტივი 1-3 საბურთალო
გოლები: სიხარულიძე 11 – შინდაგორიძე 19/63, როლოვიჩი 70
ლოკომოტივი: ბულისკერია – ანდრონიკაშვილი (ძებნიაური 10), გურეშიძე, ჭანტურია – შონია, კირკიტაძე, სამურკასოვი (კობახიძე 78), არდაზიშვილი, უბილავა – ჯიქია (ინჯგია 67), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ჩაბრაძე (თევზაძე 79) – ტერა (როლოვიჩი 57), გორგიაშვილი, დიასამიძე – გი, დვალიშვილი (ცნობილაძე 69), შინდაგორიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
56-ე წუთზე დიასამიძემ პენალტი გააცუდა.
დინამო ბთ 0-2 ტორპედო
გოლები: აზაცკი 17, ზივზივაძე 45
დინამო ბთ: ალავიძე – მელიავა, გადრანი, ფაცაცია, ჩალაძე – მამუჩაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე – რამოსი, თევდორაძე, ჭანტურია
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ტორპედო: ქვილითაია – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, სტიეპოვიჩი – გიგაური, ცინცაძე – დოლიძე, წიქარიძე, ქავთარაძე – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი