ეროვნული ლიგა: “შუქურა” “კოლხეთთან” საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა
დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები იმართება
ერთ-ერთ შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 21-ე წუთზე შეძლეს. ამის გაკეთება ლევან კუტალიამ მოახერხა.ზუსტად თორმეთ წუთში კოვტალიუკმა გაათანაბრა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა დუბლის შესრულება მოახერხა და “კოლხეთი” წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე კუტალიამაც მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. კოვტალიუკმა აჭარლები არ გაახარა! მან 82-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა. ხოლო, 90-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ საერთოდ 2-4 გახადა ანგარიში. საბოლოდ, შეხვედრა სწორედ ასე დასრულდა.
ამ მარცხის შემდეგ, “შუქურა” ორი ქულით ბოლო ადგილზეა. ხოლო, “კოლხეთმა” სამი საფეხურით წინ წაიწია და ექვის ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.