ეროვნული ლიგა – “სიონის” ქამბექი “ჩიხურასთან”
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მე-2 დღეს მხოლოდ 1 შეხვედრა გაიმართა და ბოლნისის “სიონმა” საჩხერის “ჩირურა” ქამბექით 2-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს შეეძლო გატანა. 39-ე წუთზე არდაზიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, გოშაძე გამოსვლაზე შეცდა და ფანცულაიამ “ჩიხურა” დააწინაურა. მე-2 ნახევარში “სიონმა” ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა დინო ჰამზიჩი კარში შეუცდომლად იდგა. 76-ე წუთზე ჯარიმიდან ჩამოწოდების შემდეგ სიტუაციაში ყველაზე კარგად ჯაფიაშვილი გაერკვა და ანგარიში გაათანაბრა. 7 წუთში შეცვლაზე შემოსულმა შინჯიკაშვილმა თავით კარგად ითამაშა და თარგამაძეს გადაუგდო ბურთი, რომელიც ჯერ მამასახლის გაცდა, შემდეგ კი დინო ჰამზიჩს ზემოდან ჩაუგდო და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით “სიონს” 35 ქულა დაუგროვდა და დროებით მე-8 პოზიციაზე აინაცვლა. “ჩიხურას” 38 ქულა აქვს და 3 ქულით უსწრებს ბოლნისს.
სიონი 2-1 ჩიხურა
გოლები: ჯაფიაშვილი 76, თარგამაძე 83 – ფანცულაია 39
სიონი: გოშაძე – ჯაფიაშვილი, აფაქიძე, უგრეხელიძე, კახაბრიშვილი – თარხნიშვილი, ცაცკრიალაშვილი (შინჯიკაშვილი 70), ხმალაძე, ივანიშვილი (ტვილდიანი 46) – თარგამაძე (საბიაშვილი 87(, გვარაძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი (ჩიხლაძე 65), კაშია, ჩიკვაიძე – ლექვთაძე (არდაზიშვილი 26), მამასახლისი, სარდალიშვილი – ლექვთაძე, ფანცულაია (მუმლაძე 69), დეკანოიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე