ეროვნული ლიგა – “სიონმა” “დილა” ბოლნისში შეაჩერა
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის პირველ შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” გორის “დილა” მიიღო და 2-1 დაამარცხა. ანგარიში კირკიტაძემ მე-18 წუთზე გახსნა, ალვინ ფორტესმა კი ტაიმის ბოლოს უპასუხა. მე-2 ტაიმში მეტწილად სათამაშო უპირატესობას “დილა” ფლობდა, 2-ჯერ გორელები 1-1-ზე გავიდნენ, თუმცა ვერც ნონიკაშვილმა და ვერც კოუგბენიამ მომენტები ვერ გამოიყენეს. 72-ე წუთზე ისიანი ჩაჩუას დაბალ ჩაწოდებას გამოეხმაურა და “სიონი” კვლავ წინ გაიყვანა. პირველ დამატებით წუთზე ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა და როგორც ყოველთვის, ჩხუბი “დილას” ლეგიონერთან დაიწყო. მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააფრთხილა და “სიონმა” გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.
ბოლნისელებს ბოლნისში გასულ ტურებში თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედოც” ჰყავდათ დამარცხებული, დღეს მათ რიგებს “დილაც” მიემატა. გუნდს 17 ქულა დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე გადავიდა. “დილა” 14 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა.
სიონი 2-1 დილა
გოლები: კირკიტაძე 18, ისიანი 72 – ფორტესი 44
სიონი: ისიანი – ჩაჩუა, უგრეხელიძე, აფაქიძე, სუხიაშვილი – ხმალაძე, თარხნიშვილი – თარგამაძე (სიხარულია 62), ისიანი (თომაშვილი 82), კირკიტაძე – უგულავა (მაქაცარია 75)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
დილა: გუგეშაშვილი – ჩადუნელი, მირცხულავა, სანტოსი (ნჯოკუ 74) – გიორბელიძე, გრიგალაშვილი, ნონდი, კუცია (რაზმაძე 65) – ნონიკაშვილი, გოშთელიანი, ფორტესი (კოუგბენია 58)
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე