ეროვნული ლიგა – “სიონმა” “დინამო” დაამარცხა, რუსთავიდან საჩხერემდე ფრე

თარიღი: მარტი 7, 2019

დღეს ეროვნული ლიგის მე-2 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა. “რუსთავმა” 0-0 ითამაშა კაცნაკლულ “ვიტ ჯორჯიასთან”, “ჩიხურა” “დილას” დაუზავდა, ბოლნისის “სიონმა” თბილისის “დინამოს” 2-1 მოუგო.

“ჩიხურამ” და “დილამ” პენალტებით გაარკვიეს ურთიერთობა. 22-ე წუთზე სარდალიშვილმა გაიტანა, 66-ზე კი ფორტესმა უპასუხა. გუნდებმა პირველი ქულები მოიპოვეს ჩემპიონატში.

კაცნაკლულ “ვიტ ჯორჯიას” “რუსთავმა” ვერაფერი ვერ მოუხერხა და მატჩი 0-0 დასრულდა.

ბოლნისის “სიონმა” გუჯა რუხაიას გაძევების შემდეგ თამაშის სადავეების ხელში აღება შეძლო და 2 ბურთი შეუგდო თბილისელებს. “დინამო” გათანაბრებას სრული ძალებით ცდილობდა, თუმცა ზარქუა და “სიონის” დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

მე-3 ტურს 9 მარტს “ტორპედო” “ლოკომოტივის” დაპირისპირება გახსნის.

ჩიხურა 1-1 დილა

გოლები: სარდალიშვილი 22 (პენალტი) – ფორტესი 66 (პენალტი)

ჩიხურა: ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი, მამასახლისი, კაშია, მეგრელიშვილი – ჩიხლაძე, მარკოზაშვილი, სარდალიშვილი – კორიფაძე, მახარობლიძე (იონანიძე 79), ლექვთაძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, მირცხულავა, სანტოსი, გიორბელიძე – ნონდი, კუცია, ნონიკაშვილი – პაიმი (ლემპტი 60), სპანდერაშვილი, ფორტესი (რაზმაძე 88)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

რუსთავი 0-0 ვიტ ჯორჯია

რუსთავი: მამარდაშვილი – სილაგაძე, ხუბუტია, ჯაფიაშვილი, ტაკულოვი – ქოჩლაძე, ფონიავა, ციცქიშვილი – ჩოგაძე, ქავთარაძე, ყიფიანი (იმნაძე 62)

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

ვიტ ჯორჯია: შეროზია – ჩიტიშვილი, ლაცაბიძე, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, გაფრინდაშვილი – კურდღელაშვილი (საჯაია 46), კაკაშვილი, მოსიაშვილი – მუსელიანი (მუჯირი 73), ღუდუშაური (ვასაძე 57)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

წითელი ბარათი: ლაცაბიძე 42

სიონი 2-1 დინამო

გოლები: უგულავა 43 (პენალტი), ისიანი 69 – ივანისენია 28

სიონი: ზარქუა – ტვილდიანი, თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი – თარხნიშვილი, ხმალაძე – კირკიტაძე, სიხარულია (რაჟამაშვილი 68), ისინი (ქიქავა 79) – უგულავა (მანაგაძე 89)

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

დინამო: სიკაჩი – რუხაია, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე (კობოური 79) – შენგელია, ქარდავა, ივანისენია (პაპავა 59), შულაია (იაშვილი 46) – როხანო, კარბია

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

მსგავსი სიახლეები