ეროვნული ლიგა – “სიონმა” კირკიტაძის გოლით გაიმარჯვა და “დინამოს” დაეწია
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში “ვიტ ჯორჯიამ” ბოლნისის “სიონი” მიიღო და 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე დათო კირკიტაძემ შეაგდო. კირკიტაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. ამ მოგებით “სიონს” 20 ქულა დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე გადავიდა. “ფარმაცევტებს” ისევ 11 აქვთ და მე-8 ადგილზე არიან.
ვიტ ჯორჯია 0-1 სიონი
გოლი: კირკიტაძე 87
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე – სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი (გაფრინდაშვილი 67)- ღუდუშაური, ვასაძე (ცოტნე მოსიაშვილი 73), კურდღელაშვილი (ზარიძე 53), კაკაშვილი, ლაცაბიძე – ღირდალაძე, მუსელიანი
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე
სიონი: ისიანი – ჩაჩუა, უგრეხელიძე, აფაქიძე, სუხიაშვილი – თარხნიშვილი, ხმალაძე – კირკიტაძე (ხეცურიანი 90), თარგამაძე (სიხარულია 62), ისიანი – უგულავა (მაქაცარია 62)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე