ეროვნული ლიგა – თბილისელებმა მშრალად იმარჯვეს, “ტორპედო” 3:3 “დილა”
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის პირველ დღეს “საბურთალომ” და “დინამომ” იმარჯვეს, “ტორპედო” და “დილა” კი 1 ქულაზე დაზავდნენ. ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილასთან” 3-1 წაიყვანა ზივზივაძის დუბლით, თუმცა მე-2 ნახევრის ბოლოსკენ 2 წუთიან მონაკვეთში კოუგბენიამ და ნონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრეს და საბოლოო ჯამში, 3-3 დაფიქსირდა.
“რუსთავი” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოსთან” მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. 32-ე წუთზე ლევან კუტალიამ ერთადერთი გოლი გაიტანა და თბილისელებს 26 ქულა დაუგროვდათ.
მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” “ვიტ ჯორჯიასთან” 3-0 იმარჯვა. “ვიტ ჯორჯიას” გოლი ზედიზედ 5 მატჩში არ შეუგდია. “საბურთალო” ბათუმის “დინამოს” 3 ქულით დაშორდა.
ტორპედო 3-3 დილა
გოლები: ზივზივაძე 8/46, დოლიძე 12 – გოშთელიანი 3, კოუგბენია 72, ნონიკაშვილი 74
ტორპედო: კვასხვაძე – ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე – ცინცაძე – ქავთარაძე, დოლიძე (ლუკა 67), ჩაჩუა (წიქარიძე 72), გიგაური – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დილა: გუგეშაშვილი – სანტოსი (პაიმი 60), მირცხულავა, ჩადუნელი – გრიგალაშვილი, ნონდი, კუცია, კერელეიშვილი (ნონიკაშვილი 46) – კოუგბენია, ფორტესი – გოშთელიანი (სპანდერაშვილი 70)
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე
საბურთალო 3-0 ვიტ ჯორჯია
გოლები: გონსალვეში 28, შინდაგორიძე 64, დიასამიძე 70
საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია – დიასამიძე, გი (ალთუნაშვილი 68), გორგიაშვილი – გონსალვეში (შინდაგორიძე 46), როლოვიჩი (გულიაშვილი 71), კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბერაშვილი
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე – ლაცაბიძე, სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, საჯაია – მოსიაშვილი, ვასაძე – გაფრინდაშვილი, კურდღელაშვილი (ზარიძე 71), მუსელიანი – მუჯირი
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე
რუსთავი 0-1 დინამო
გოლი: კუტალია 32
რუსთავი: მამარდაშვილი – ტაკულოვი (იმნაძე 67), კაპანაძე, ბუგულოვი, გუჯაბიძე – ჩოგაძე, გისტაროვი, ფონიავა, სილაგაძე – ციცქიშვილი, ყიფიანი
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დინამო: პერალესი – იაშვილი, მონხილი, მეჯუბი, რუხაია – პაპავა, ივანისენია – შულაია (კობოური 78), ნინუა (ქარდავა 51), შენგელია – კუტალია (ზარია 87)
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი