ეროვნული ლიგა – თბილისურ დერბიში ბათუმის “დინამომ” მოიგო

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” თბილისის “დინამო” მიიღო და მატჩი 0-0 დასრულდა. მთელი მატჩის განმავლობაში “საბურთალო” უამრავჯერ დაემუქრა “მეტოქის” კარს, თუმცა ხოსე პერალესი საუკეთესო იყო და გოლის გატანა არავის დაანება. “დინამო” უმეტესად კონტრშეტევებზე და ბოლო 10 წუთის განმავლობაში ცდილობდა ხიფათის შექმნას, თუმცა მათაც არაფერი გამოუვიდათ და ფრე მივიღეთ, რომელიც ყველაზე მეტად ბათუმის “დინამოს” აწყობდა.
ბათუმელებს 64 ქულა აქვთ, 63 აქვს “დინამო თბილისს”, 61 “საბურთალოს”.
საბურთალო 0-0 დინამო
საბურთალო: კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, რეხვიაშვილი (ლაკვეხველიანი 51) – ტერა, ალთუნაშვილი – ტაბატაძე (როლოვიჩი 72), გორგიაშვილი (ყენია 66), კოხრეიძე – გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო: პერალესი – იაშვილი (რუხაია 58), კობოური, მონხილი, ქიმაძე – პაპავა – ქარდავა (კუხიანიძე 61), ქავთარაძე, ნინუა, კაპლიენკო (მჭედლიძე 74) – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე