ეროვნული ლიგა – თბილისური დერბი ფრედ დასრულდა, “დილამ” “კოლხეთთან” ბოლოს მოიგო
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შაბათის შეხვედრები საინტერესო შედეგებით დასრულდა. თბილისურ დერბიში “ლოკომოტივმა” ქულა 89-ე წუთზე შონიას პენალტით აიღო. მე-40 წუთზე “საბურთალო” ცნობილაძემ დააწინაურა, თუმცა ჩემპიონატის ლიდერმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და “დინამოს” შანსი მისცა სხვაობის შემცირების.
გორის “დილამ” “კოლხეთი” მხოლოდ 87-ე წუთზე გატეხა კოვტალიუკის ბურთით. მანამდე, მიკოლამ პენალტი ააცილა, თუმცა თავისი გოლი მაინც შეაგდო და გორელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
32 ტურის შემდეგ “საბურთალოს” 71 ქულა აქვს და 8 ქულით უსწრებს “დინამოს”, “დილას” 53 დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე რჩება, “ლოკომ” სიონთან” 4 ქულამდე გაზარდა სხვაობა, “კოლხეთი” კი გავარდნისთვის არის განწირული.
ლოკომოტივი 1-1 საბურთალო
გოლები: შონია 89 – ცნობილაძე 40
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა – შონია, გვალია (ინჯგია 56) – სამურკასოვი, დავითაშვილი (ჯიქია 75), არდაზიშვილი (კიკაბიძე 83) – გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
საბურთალო: კუპატაძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი – ცნობილაძე, დიასამიძე (ალთუნაიშვილი 81), გორგიაშვილი – გონსალვეში, გოშთელიანი (ვოლკოვი 64), კოხრეიძე (დვალიშვილი 75)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დილა 1-0 კოლხეთი
გოლი: კოვტალიუკი 87
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, ჩადუნელი, სანტოსი, სუხიაშვილი – ნონდი – გოგუა, ლემპტი (ჯუფი 78) – ნონიკაშვილი (კორიფაძე 61), რიბეირო (ბაბუ 90), კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოლოღაშვილი
კოლხეთი: კნიგა – აფხაზავა, ციკოლია, ხატიაშვილი – მთივლიშვილი, პრიჩინენკო, ტყემალაძე, კაბორე – ჭეჭელაშვილი (მახარაძე 68), იმნაძე – ფენდერავა (შალიკაშვილი 63)
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
შენიშვნა: 69-ე წუთზე კოვტალიუკმა პენალტი ვერ გამოიყენა.