ეროვნული ლიგა – “თელავმა” ჩემპიონს აჯობა, მაგრამ ვერ მოუგო
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” და დებიუტანმა “თელავმა” გახსნეს. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მიუხედავად “დინამოს” სტატუსისა, “თელავმა” მეტოქეს ბევრ მომენტში აჯობდა და უფრო სახიფათო მომენტებიც შექმნა. თბილისელებს ეტყობათ, რომ კლუბი ჯერ კიდევ შეუთამაშებელია. 94-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ბაქარ ქარდავას სიმულაციისთვის მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
20:00 საათზე ბათუმის “დინამო” კიდევ ერთ დებიუტანტს, თბილისის “მერანს” უმასპინძლებს.
დინამო 0-0 თელავი
დინამო: კვასხვაძე – იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური – პაპავა (კუხიანი 46), ქარდავა – ორშულა, ქიმაძე (ბუღრიძე 46), კუცია – ახვლედიანი (შულაია 70)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
თელავი: გოშაძე – ჩაბრაძე, ბერიაშვილი, დიმიტროვსკი, ჩუკურა – მოსიაშვილი, ვარშანიძე – რუხაძე, ბაშელეიშვილი, სამუშია (კოხრეიძე 69) – კვასოვი
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე