ეროვნული ლიგა – “ტორპედო” და “დინამო” 1 ქულაზე შეთანხმდნენ
ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და 0-0 დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, თუმცა კვასხვაძე და პერალესი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. “ტორპედოს” მხრიდან ქავთარაძე და ცინცაძე აქტიურად თამაშობდნენ, კარგად შემოვიდა დოლიძის ნაცვლად რიჩარდ ლუკაც, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში შეძლო გამწვავება. თბილისელებიდან, როგორც ყოველთვის, შენგელია და კუტალია.
6 ტურის შემდეგ თბილისის “დინამოს”, ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” 10-10-10 ქულა აქვთ.
ტორპედო 0-0 დინამო
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, ქიმაძე – დოლიძე (ლუკა 62), გიგაური, ცინცაძე (ჩაჩუა 83) ქავთარაძე – ზივზივაძე, კაპანაძე (წიქარიძე 62)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: პერალესი – რუხაია, მეჯუბი, მონხილი, კობოური (იაშვილი 76) – პაპავა, ქარდავა, შენგელია, კუხიანიძე (ზარია 61), კარბია (ივანისენია 69) – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი