ეროვნული ლიგა – “ტორპედო” “თელავს” დაუზავდა
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” გულშემატკივრის წინ დიდი ხნის შემდეგ ითამაშა და “თელავს” 1-1 დაუზავდა. ანგარიში 43-ე წუთზე ივან ბობკომ გახსნა და პირველი ტაიმი “ტორპედოს” უპირატესობით წარიმართა. მე-2 ნახევარი სრულად “თელავის” იყო და 52-ე წუთზე რუხაძემ მხოლოდ გაათანაბრა.
“ტორპედოს” 9 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა, “თელავმა” კი ზედიზედ მე-3 ფრე გააგორა და კვლავ მე-5 პოზიციაზეა.
მატჩს 3000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.
ტორპედო 1-1 თელავი
გოლები: ბობკო 43 – რუხაძე 52
ტორპედო: შოვნაძე – გრიგალაშვილი, ქაფიანიძე (ადამაძე 74), ადამაძე, ნადარაია – ციცქიშვილი, მამასახლისი (მარკოვიჩი 68), ჯანელიძე, ბობკო – პონომარი (ივანიშვილი 60), ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
თელავი: სანიკიძე – ჩაბრაძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (ბაშელეიშვილი 46), დიმიტროვსკი, ჩუკვურა – მოსიაშვილი, ძოწენიძე – მოისწრაფიშვილი (სამუშია 79), კვასოვი (კოხრეიძე 58), რუხაძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე