ეროვნული ლიგა – “ტორპედომ” 92-ე წუთზე გაიტანა, “დილამ” “ჩიხურა” გაანადგურა
ეროვნული ლიგა მე-13 ტურით და შაბათის 3 მატჩით დაბრუნდა. დღეს ცხრილის ქვედა ადგილებზე მყოფმა გუნდებმა ითამაშეს და “ტორპედო” მე-6 ადგილზე დაწინაურდა. 92-ე წუთზე ლაშა კასრაძემ ჩაწოდების შემდეგ ძალიან მაგრად ითამაშა და ქუთათურებს 3 ქულა მოუტანა.
გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურა” 6-1 გაანადგურა და კოვტალიუკმა დუბლი შეასრულა, რომან ჭანტურიამ კი სადებიუტო გოლი შეაგდო. “ჩიხურადან” ერთადერთი ბურთი ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.
“სამტრედიამ” და “თელავმა” უგოლო ფრე ითამაშეს.
“დილა” დროებით 23 ქულით პირველ პოზიციაზე გადავიდა, “ტორპედოს” 16 ქულა აქვს, “თელავს” 15 ქულა, “სამტრედიას” 13, “ჩიხურას” 6, “მერანს” კი 5.
ტორპედო 1-0 მერანი თბილისი
გოლი: კასრაძე 92
დილა 6-1 ჩიხურა
გოლები: გაგნიძე 7, კოვტალიუკი 33/59, მადინგა 66, ჭანტურია 79, სპანედერაშვილი 80 – კიკაბიძე 73
სამტრედია 0-0 თელავი