ეროვნული ლიგა – “ტორპედომ” ბათუმს ისევ მოუგო, “დინამომ” რევანში აიღო
ეროვნული ლიგის მე-11 ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებით გაიხსნა. წყალტუბოში, სადაც 500-ზე ოდნავ მეტი მაყურებელი ეტევა, ორივე გუნდის გულშემატკივრებმა კარგი სანახაობა აჩვენეს და 5 გატანილი გოლი იხილეს.
“ტორპედო” 28-ე წუთისთვის ქავთარაძის დუბლით 2-0 ამარცხებდა “დინამოს”, ბათუმელებმა თამაშის სადავეები ხელში ჩაიგდეს და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საბანაძემ პენალტით ანგარიში შეამცირა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში ისევ “დინამო” აქტიურობდა და 62-ე წუთზე საბანაძე-ჯოვინოს კომბინაცია კვასხვაძის კარში გოლით დასრულდა. ცოტა ხანი ორივე კლუბი დაწყნარდა და მე-80 წუთზე ზივზივაძემ გეგეჭკორის პასის შემდეგ საბოლოო ანგარიში და 3 ქულა დააფიქსირა ქუთათურებისთვის. ბათუმელები შეეცადნენ შეხვედრის გადარჩენას, მაგრამ უკვე მესამეჯერ ეს ვეღარ შეძლეს და მე-2 ტურის შემდეგ პირველად წააგეს.
დღის მე-2 მატჩში თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონთან” პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის სრული რევანში აიღო და მეტოქე 5-1 გაანადგურა. გოლები კუტალიას (2), პაპავას, მონხილისა და ქარდავას ანგარიშებზეა. “სიონიდან” ისიანი გამოირჩა.
ჩემპიონატს 22 ქულით ბათუმელები ლიდერობენ, 21 ქულა და 1-ით ნაკლები მატჩი აქვს “საბურთალოს”, “დინამოსა” და “ტორპედოს” 20-20 ქულა აქვთ.
ტორპედო 3-2 დინამო ბთ
გოლები: ქავთარაძე 6/28, ზივზივაძე 80 – საბანაძე 45+1, ჯოვინო 62
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა – ცინცაძე, გიგაური, ქავთარაძე, ლუკა (დოლიძე 46), წიქარიძე (კაპანაძე 64), – ზივზივაძე (ჭიჭინაძე 83)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო ბთ: ალავიძე – მელიავა (ჩალაძე 68), გაგოშიძე, ადამაძე, ნავალოვსკი – ჯანელიძე (ჭანტურაი 82), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რამოსი – ჯოვინო – საბანაძე (თევდორაძე 72)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო 5-1 სიონი
გოლები: პერალესი – რუხაია, მონხილი, მეჯუბი, იაშვილი – კუხიანიძე (ქარდავა 78), პაპავა, ნინუა, შულაია, შენგელია (კარბია 73 – აზაროვი 83) – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი
სიონი: ისიანი – სუხიაშვილი, აფაქიძე, თომაშვილი, ჩაჩუა – თარხნიშვილი, ხმალაძე (რაჟამაშვილი 72), ისიანი, ქიქავა (მაქაცარია 63) , კირკიტაძე (თარგამაძე 46) – უგულავა
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე