ეროვნული ლიგა – “ტორპედომ” მარცხით დაიწყო, “საბურთალომ” ტრადიციულად მოგებით
ეროვნული ლიგის პირველი ტურის მე-2 დღის 2 შეხვედრა “დილასა” და “საბურთალოს” გამარჯვებებით დასრულდა. ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველი გოლი კორიფაძემ პენალტით გაიტანა, თუმცა ტაბატაძემ ჯერ თავისი შეცდომა გამოასწორა და 3-ქულიანი გაბედავამ მე-2 ტაიმში შეაგდო.
ქუთაისის “ტორპედო” გორის “დილასთან” 0-2 დამარცხდა. ანგარიში სპანდერაშვილმა მე-13 წუთზე გახსნა, 89 წუთზე კი მადინგამ სადებიუტო მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 0:2.
ცხრილში “დილა” გალიდერდა, მე-2-ზე “საბურთალოა”. 20:0 საათზე “ლოკომოტივი” “სამტრედიას” მიიღებს.
ტორპედო 0-2 დილა
გოლები: სპანდერაშვილი 13, მადინგა 89
ტორპედო: ბულისკერია – ტაბატაძე, კასრაძე (ადამაძე 53), მირცხულავა, ნადარაია – ივანიშვილი (შარვაშიძე 75), ჯანელიძე, ძარია, ბობკო – ფანცულაია (კვერნაძე 67), ციცქიშვილი
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
დილა: გუგეშაშვილი – ლაცაბიძე, ბალგუ, მაისაშვილი, ხურცილავა, ჩიტეიშვილი (სანტოსი 44) – გაგნიძე, გორგიაშვილი (მადინგა 67), ბიძინაშვილი – კოვტალიუკი, სპანდერაშვილი (გიგაური 90)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
საბურთალო 2-1 ჩიხურა
გოლები: ტაბატაძე 43, გაბედავა 74 – კორიფაძე 20 (პ)
საბურთალო: კუპატაძე – ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა (ჭიჭინაძე 35), ლაკვეხველიანი – ტერა, ალთუნაშვილი – ლუმუ (ქავთარაძე 71), გოშთელიანი (ყენია 46), კოხრეიძე – გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – მაჩაიძე, კაშია, მამასახლისი, ჯავაშვილი – გვაზავა, კიკაბიძე (მუჯირი 57) – კახაბრიშვილი (ჩიკვაიძე 71), ნონიკაშვილი, კორიფაძე – დეკანოიძე (ღავთაძე 77)
მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე