ეროვნული ლიგა – “ტორპედომ” “სიონი” 7:0 გაანადგურა
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” ბოლნისის “სიონი” მიიღო და 7:0 მოიგო. ბუდუ ზივზივაძემ ჰეთრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 13 გოლით დაწინაურდა. დუბლი შეასრულა ნოდარ ქავთარაძემ, 1-1 გოლი გეგეჭკორისა და წიქარიძის ანგარიშებზეა. 17 წლის გივი მუკბანიანის დებიუტი შედგა ქუთათურთა რიგებში და მუკბანიანი ძალიან აქტიურად გამოიყურებოდა.
თავის მხრივ, საშინელი დებიუტი გამოუვიდა “სიონის” მეკარეს, ოთარ გოშაძეს. გუნდი, შესაძლოა, მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდეს. “ტორპედო” დროებით მე-3 პოზიციაზე ინაცვლებს.
ტორპედო 7-0 სიონი
გოლები: ზივზივაძე 11/16/81, ქავთარაძე 18/41, გეგეჭკორი 61, წიქარიძე 68
ტორპედო: ქვილითაია – გეგეჭკორი, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ქიმაძე – გიგაური, ტაბატაძე, ქავთარაძე (მუკბანიანი 70), დოლიძე (შარვაშიძე 35) – ზივზივაძე, კაპანაძე (წიქარიძე 59)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სიონი: გოშაძე – სუხიაშვილი, აფაქიძე, თომაშვილი (ქიქავა 46), ტვილდიანი (ჩაჩუა 46) – უგრეხელიძე, თარხნიშვილი – ისიანი, გვარაძე, კირკიტაძე – თარგამაძე (მანაგაძე 69)