ეროვნული ლიგა – “ტორპედოს” 27-მატჩიანი წაუგებელი სერია “ლოკომოტივმა” შეწყვიტა
ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მოულოდნელად 0-2 წააგო. “ლოკომოტივმა” “ტორპედოს” 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც ევროპა ლიგაზე “ლუდოგორეცთან” წაგების შემდეგ დაიწყო
ქუთათურები სათამაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 75-ე წუთზე საჯარიმოში მარტო დარჩენილმა შონიამ კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა, ხოლო, ბოლო წუთზე კიკაბიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ლოკო” დროებით ცხრილში გალიდერდა.
ტორპედო 0-2 ლოკომოტივი
გოლები: შონია 75, კიკაბიძე 94
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, სტიეპოვიჩი (ქიმაძე 46) – გიგაური, ცინცაძე (ჩაჩუა 76), წიქარიძე (კაპანაძე 56) – დოლიძე, ქავთარაძე, ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ლოკომოტივი: ბულისკერია – ჭანტურია, გურეშიძე, ძებნიაური – უბილავა, არდაზიშვილი (კიკაბიძე 78), შონია, სამურკასოვი (გვალია 67), კირკიტაძე – ინჯგია (ჯიქია 8), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი