ეროვნული ლიგის 22-ე ტური: პრევიუ

თარიღი: აგვისტო 10, 2017

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩები 4 დღეზე გადანაწილდება.

10 აგვისტოს, ტურის პირველ შეხვედრაში, გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლებს. გორელებმა ჩემპიონატი წარუმატებლად განაახლეს. საწყის სამ შეხვედრაში გიორგი დარასელიას გუნდმა ქულის მოპოვება ვერ მოახერხა და გადათამაშების ზონაში დაქვეითდა. განსხვავებული მდგომარეობაა საბურთალოელთა მხარეს. თბილისურმა კლუბმა მესამე წრის პირველ სამ ტურში 4 ქულა აიღო და 29 ქულით მეექვსე ადგილზეა. მომავალ შეხვედრაში „დილა“ წარუმატებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება „საბურთალო“ კი, მორიგი წარმატებული მატჩის ჩატარებას და სატურნირო ცხრილში პოზიციების გამყარებას.

11-12 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში თითო შეხვედრა გაიმართება.

გასულ ტურში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში ლოკო საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის, თუმცა არასტაბილური ასპარეზობის გამო გიორგი დევდარიანის გუნდი მიზანს საკმაოდ დაშორდა და მესამე ადგილთან ჩამორჩენა უკვე 12 ქულას შეადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე თბილისელთათვის თითოეულ ქულას უდიდეს მნიშვნელობა აქვს. ქუთაისელებს განსხვავებული მიზანი აქვთ – იმერული კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მარტივ სიტუაციაში არც ისინი არიან. „ტორპედო“ ლიდერ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ „სამტრედიას“ კი, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

მესამეადგილოსანი „სამტრედია“ საკუთარ მოედანზე ლიდერ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულას შეადგენს, თბილისელებს 49 ქულით აქვთ, სამტრედიელებს კი – 42. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გუნდი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. მითუმეტეს, რომ მიმდინარე სეზონში აქამდე გამართული ორივე შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველ შეთხვევაში „დინამომ“ „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა, მეორედ კი – 3:2.

22-ე ტური 13 აგვისტოს დასრულდება.

საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდის ცენტრალურ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. მესამე წრის სტარტზე მოგებული ორი შეხვედრის წყალობით ბათუმელებმა გადათამაშების ზონა თავი დააღწიეს, მაგრამ გასულ ტურში კვლავ დამარცხდნენ და უახლოეს მდევარ გორის „დილასთან“ ერთქულიანი სხვაობა ვერ გაზარდეს. აჭარულ კლუბს კვლავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის უწევს ბრძოლა და ამისთვის მომავალ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება აუცილებლად სჭირდება. საჩხერელები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან. სოსო ფრუიძის გუნდს 30 ქულა აქვს და სამეულში მოხვედრის შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ადგილოსანთან ჩამორჩენა საკმაოდ დიდია და იმერლებს მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა მოუწევთ. თან მათთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის თბილისის „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ იბრძვიან.

ტურის ბოლო შეხვედრაში ბათუმის „რაგბი არენაზე“ ერთმანეთს ეროვნული ლიგის აუტსაიდერები შეხვდებიან. ქობულეთის „შუქურა“ და ფოთის „კოლხეთი“ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და სეზონის ბოლოს ურთიერთ შეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ფოთელებს ლიგაში დარჩენის უკეთესი შანსი აქვთ. მათ 19 ქულა აქვთ, ქობულეთელებს 11 ქულით უსწრებენ და მეშვიდეადგილოსანს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. როგორც ხედავთ, „შუქურას“ მხოლოდ 8 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსებიც არც თუ ისე რეალურია. თუმცა უშუალო კონკურენტის დამარცხების შემთხვევაში აჭარული გუნდი მდგომარეობას გამოისწორებს და დანარჩენი შეხვედრებისთვის უკეთესი განწყობით მოემზადება.

Eliga.Ge

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ზიდანი: “ეს გვარდიოლა-ზიდანის დაპირისპირება არ არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტ იმედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალფონსო დეივისის სისწრაფე “ჩელსისთან” მატჩში (ვიდეო)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და 0:3 დამარცხდა. “ბაიერნის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” — “ბარსელონა” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” — “ბაიერნი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკოს ალონსოს წითელი ბარათი “ბაიერნთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcos alonso red card! Sent off for hitting Lewandowski! #ChelseaBayern pic.twitter.com/0A0TOfFdgC — The […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” თავკაცი: “რონალდუს შეჩერების გეგმა არ გვაქვს”

“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტიაუას” მფლობელი: “ჩემი ფეხბურთელები სექსს ზედმეტად დიდ დროს უთმობენ&#

1986 წლის ევროპის თასის მფლობელი ბუქარესტის “სტიაუას” მფლობელი ჯიჯი ბეკალი თავისი კლუბის ცუდ ფორმაში ფეხბურთელების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა. “გაგრას” რატი ცაცკრიალაშვილი (ბათუმის ,,დინამო”) , ივანე ხაბელაშვილი (თბილის...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფადან გამოგზავნილი 116 ათასი ევრო ეროვნული ლიგის გუნდებზე გადანაწილდება

25 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ​​აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2020 წლის საქართველოს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი: “მინდა სიცოცხლის ბოლო დღემდე “არსენალის” მწვრთნელი ვიყო̶

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი აღიარებს, რომ მომავალში “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის დაკავებაზე ოცნებობს. შეგახსენებთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდი და სუარესი კროოსის “ლივერპულში” გადაბირებას ცდილობდნენ

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტონი კროოსი აღიარებს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლამდე “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოვაჩი: “ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ნიკო კოვაჩმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავიდ ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში […]...
წაკითხვა