ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პრევიუ – საჩემპიონო თბილისური დერბი

თარიღი: სექტემბერი 14, 2018

ეროვნული ლიგის 24-ე ტურს ხვალ 16: 30 წუთზე “სამტრედია” – “დილას” დაპირისპირება გახსნის. 15 სექტემბერს “ლოკომოტივი” და “სიონი” გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო, 16-ში 3 მატჩი გაიმართება. Fanebi.com ტურის სრულ პრევიუს წარმოგიდგენთ.

“სამტრედია” VS “დილა” – გიორგი დარასელიას ფაქტორი

http://www.picz.ge/img/s2/1809/13/9/9250d086b7c4.jpg

“დილას” მიერ გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია ეროვნული ლიგის აუტსაიდერმა, “სამტრედიამ” მიიღო. ინფორმაცია ოფიციალურად 2 დღის წინ დადასტურდა და პირველივე მატჩი დარასელიას იმ გუნდის წინააღმდეგ აქვს, რომელსაც თითქმის 2 წელი აშენებდა და მის საფეხბურთო ფილოსოფიას, რა თქმა უნდა, “დილა” რამდენიმე კვირაში ვერ შეცვლიდა. შესაბამისად, დარასელიამ იცის როგორ მოუგოს გორელებს, მაგრამ რამდენად შეასრულებენ ამას სამტრედიელები? თავის მხრივ, “დილას” კარში დღეს გოლის გატანა ყველაზე რთული პროცედურაა. მას შემდეგ, რაც ლუკა გუგეგაშვილი პირველი ნომერი გახდა, კლუბს გოლი არ გაუშვია.  რიბეიროს შეჩერებას კი 1 მცველი ნამდვილად არ ეყოფა. ბრძოლა გადარჩენიდან – საუკეთესო სამეულისკენ

სამტრედია: პოგორილი – ჩაჩუა, ჯგერენაია – ლიპარტია, კოშმანი – ფანცულაია

დილა: გუგეშაშვილი – ჩადუნელი – ქავთარაძე, რიბეირო – კოვტალიუკი

 

ლოკომოტივი VS სიონი (15 სექტემბერი 16:30) – მატჩი მე-7 ადგილისთვის

ლოკომოტივი - სიონი-ის სურათის შედეგი

მატჩი, რომელიც პრაქტიკულად გადაწყვეტს, მე-7/მე-8 ადგილისთვის ბრძოლას. “სიონმა” აუტსაიდერობის შემდეგ შეძლო ბოლო პოზიციებისთვის თავი დაეღწია და შანსი გაუჩნდა, “ლოკომოტივს” მაქსიმალურად დაეწიოს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულას შეადგენს და წინ ძალიან დაძაბული 90 წუთი გველის.

ლოკომოტივი : – ჭანტურია, ლობჟანიძე, უბილავა – სამურკასოვი – ჯიქია

სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, ნოზაძე – ხმალაძე, კირკიტაძე – ვისიანი

 

დინამო – საბურთალო (16 სექტემბერი 16:30) – საჩემპიონო თბილისური დერბი

დინამო-საბურთალო-ის სურათის შედეგი

24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 16:30 წუთზე გაიმართება. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი (ამ წინადადებას “დინამოს” ფანები “დინამო არენას” დიქტორის ინტონაციით კითხულობენ) “საბურთალოს” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში, პოტენციურად სხვაობას 2 ქულამდე შეამცირებს. ოთარ კიტეიშვილის წასვლის შემდეგ “დინამოს” ლიდერობა აკაკი შულაიამ ითავა და შულა ზივზივაძესთან ერთად კლუბისთვის მთავარ ძალას წარმოადგენს. “საბურთალო” 11 ტურია, რაც არ დამარცხებულა და ჩემპიონატს ღირსეულად ლიდერობს. ყველაზე სტაბილური და დაბალანსებული გუნდი სწორედ რომ “საბურთალოს” ჰყავს, ყველა პოზიციაზე საინტერესო ფეხბურთელებით არის წარმოდგენილი და ჩემპიონობისთვის მზად გახლავთ.  კაჭარავას “დინამო” – ჭიაბრიშვილის “საბურთალოს” წინააღმდეგ

დინამო: სიკაჩი – თოთაძე, რუხაია – შულაია, ნინუა – ბუდუ ზივზივაძე

საბურთალო: კუპატაძე – მარგველაშვილი,  რეხვიაშვილი – გონსალვეში, გორგიაშვილი – კოხრეიძე/ვოლკოვი

 

რუსთავი – კოლხეთი (16 სექტემბერი 18:00) – რა შეუძლია დემიდოვს?

დემიდოვი-ის სურათის შედეგი

შეხვედრაში ნომინალური მასპინძელიც, სტუმარიც და ნეიტრალური გულშემატკივარიც თავს საკუთარ სახლში იგრძნობს, რადგან მიხეილ მესხი სეზონის დაწყების შემდეგ რამდენიმე გუნდის გარდა, “ყველას სახლია”. ახლა უკვე უჩა სოსიაშვილის “რუსთავი” ფავორიტის სტატუსით გამოვა და ძალიან კარგი შანსი ექნება, 3 ქულა აიღოს. “კოლხეთმა” რამდენიმე დღის წინ მწვრთნელი მეოთხედ შეცვალა და კოლხებში ერთადერთი ნამატი ვიქტორ დემიდოვია. ჯერჯერობით არცერთი ახალი ფეხბურთელი და არავითარი სიახლე “კოლხეთიდან” არ მოდის. ფოთელებმა ბოლო გამარჯვება 12 ტურის წინ მოიპოვეს და გავარდნის უპირობო კანდიდატია. ამავდროულად მიხალიოვს კვლავაც ტრავმა აქვს და საინტერესოა, რა შეუძლია დემიდოვს?

რუსთავი: სეფიაშვილი – კილასონია, გუბულოვი – პაპავა, კვარაცხელია – მარცვალაძე

კოლხეთი:  დემიდოვი – კაბორე, ჭეიშვილი – კაკულია, ტყემალაძე – იმნაძე

 

ტორპედო – ჩიხურა (16 სექტემბერი 20:00) – ახალი ძველის წინააღმდეგ

ჩხეტიანი-ფრუიძე-ის სურათის შედეგი

24-ე ტურს ქუთაისელებისა და საჩხერლების დაპირისპირება დახურავს. ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში გამოვარდნის შემდეგ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა და პირველი გამოტოვებული მატჩი “რუსთავთან” 0-0 დაასრულა. კახა ჩხეტიანის გუნდი სამეულისთვის აპირებს ბრძოლას და პირველი მეტოქე ამ ბრძოლაში “ჩიხურაა”. “ჩიხურა” “ტორპედოს” 8 ქულით და 3-ით მეტი ჩატარებული თამაშით უსწრებს. ფრუიძე ძველი და სტაბილური კოლექტივით, ჩხეტიანი ახალი და ლეგიონერებით დატვირთული.

ტორპედო: კვასხვაძე – კობახიძე, ქიმაძე – ცინცაძე, კუხიანიძე – კაპანაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი – მირცხულავა, ჩიკვაიძე – კაკუბავა, ბუღრიძე – გაბედავა

ყველა შეხვედრის ყურებას Erovnuliliga.ge-ზე შეძლებთ. “დინამო” “საბურთალოს” დაპირისპირებას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვის მოისაზრებენ ბუკმეკერები ევროპა ლიგის მოგების ფავორიტად?

ამ კვირას საფეხბურთო სამყაროს მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მატჩებისკენ იყო მიმართული, თუმცა არც ევროპა ლიგის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიოს “ნოუ კამპზე” დაუსტვინეს

20 აპრილს, ესპანეტის ჩემპიონატის 33-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა და მეტოქე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “დღეს შეგვეძლო, პრემიერ ლიგა წაგვეგო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლონდონის “ტოტენჰემთან” მოპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ “ლივერპული” შეაქო

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ლივერპული” შეაქო. ესპანელი სპეციალისტის თქმით ამ ფორმაციის “ლივერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამო” შეუჩერებელია, “დილამ” და &#

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ დღეს 3 შეხვედრა გაიმართა. 16:00 საათზე ბოლნისის “სიონმა” “საბურთალო” მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა....
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეასა და პოლ პოგბას აგენტები ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახორციელებენ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times “მანჩესტერ იუნაიტედის” შიდა სამზარეულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონია. ტურინულმა კლუბმა ჩემპიონობა სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინახდა. მასიმილიანო […...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილი ჰყავს დე ხეას (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს, დავიდ დე ხეას ასტონ მარტინი ჰყავს, რომლითაც ის მანჩესტერში გადაადგილდება. ბრიტანული მედიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლორენცო ინსინიე “ნაპოლიდან” მიდის

“ნაპოლის” თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ურთიერთობა გაუფუჭდა და შესაძლოა, ზაფხულში ნავსაყუდელი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მჭედლიძემ სპალ-თან მატჩში საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” საკუთარ მოედანზე სპალ-ს მასპინძლობს. ქართველი თავდამსხმელი თამაშში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ დვალიშვილმა 5 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

20 აპრილს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბოლნისის “სიონი” საკუთარ მოედანზე “საბურთალოს” დაუპირისპირდა და [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” სძლია და “ლივერპულს” გად

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე შემდგარე ბრწყინვალე დუელის შემდეგ, “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემი” ერთმანეთს ამჯერად პრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რჩება თუ მიდის იკარდი?

მილანის “ინტერის” თავდამსხმელ მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა ირწმუნება, რომ არგენტინელ ფეხბურთელს “ნერაძურის” [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “შეიძლება, MLS-მა დამსაჯოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, მე თავად ვარ MLSR

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ჰიუსტონ დინამოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ვიდოერეფერი გააკრიტიკა ...
წაკითხვა