ეროვნული ლიგის 25-ე ტური: პრევიუ
დღეს ეროვნული ლიგა 25-ე ტურით განახლდება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.
ბათუმში, “რაგბი არენაზე” (17:00) ფოთის “კოლხეთი” “სამტრედიას” დაუპირისპირდება. მეგრელებმა წინა მატჩი გორში, ადგილობრივ “დილასთან” ანგარიშით 0:3 დათმეს. ახლა მათ 19 ქულა აქვთ და მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, ამ კლუბმა 24-ე ტურში პრინციპული მეტოქის, ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გააგორა ბურთი და საბოლოოდ 1:1 ითამაშა. გია ცეცაძის შეგირდებს 45 ქულა აქვთ და მესამე ადგილს იკავებენ.
ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” (20:00) იმერული დერბი შედგება: ადგილობრივი “ტოპრედო” საჩხერის “ჩიხურას” წინააღმდეგ. ქუთათურებზე უკვე ვახსენეთ. მათ 24 ტურის შემდეგ 48 ქულა აქვთ და ლიდერ “დინამოს” რვა ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება “ჩიხურას”, მან “საბურთალოსთან” ითამაშა უგოლო ფრე. ახლა ის 34 ქულით მეხუთეზეა.
გადავიდეთ შაბათს გასამართ შეხვედრებზე. თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე (17:00) “ლოკომოტივი” გორის “დილას” დაუპირისპირდება. “ლოკომ” წინა ტურში ქობულეთის “შუქურას” ბათუმში ანგარიშით, 3:1 სძლია. გიორგი დევდარიანის ბიჭებს 39 ქულა აქვთ და მეოთხეზე არიან. “დილას” მიერ “კოლხეთზე” გაამრჯვებაზე უკვე ვთქვით. ამ კლუბს 25 ქულა აქვს და მერვეზეა.
თბილისში, “დინამო არენაზე” (20:00) ადგილობრივი “დინამო” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება. დედაქალაქელებმა 24-ე ტურში “რაგბი არენაზე” იმარჯვეს, როცა მათ ბათუმის “დინამოს” მინიმალური სხვაბით, ანგარიშით 2:1 მოუგეს. მათ 56 ქულა აქვთ და ერთპიროვნულად ლიდერობენ გათამაშებას. რაც შეეხება “შუქურას”, იგი “ლოკომოტივთან” დამარცხდა და ახლა 11 ქულით ბოლო – მე-10 ადგილზეა.
კვირას, თბილისში, “დავით პრეტრიაშვილზე” (20:30) “საბურთალო” ბათუმის” “დინამოს” შეხვდება. ამ ორივე კლუბის მიერ წინა ტურში გამართულ შეხვედრებზე ვთქვით. ახლა იმას აღვნიშნავთ, რომ “ლოკოს” 34 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. ხოლო, “დინამო” 26 ქულით მეშვიდეზეა.