ეროვნული ლიგის 32-ე ტური: პრევიუ

თარიღი: ოქტომბერი 28, 2017

28-29 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩები გაიმართება.

„სამტრედია“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. მოახლოვებულ მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. გასულ ტურში სამტრედიელებმა სტუმრად ლიდერი, თბილისის „დინამო“, დაამარცხეს ანგარიშით 1:0 და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. საბურთალოელებმა კი, გორის „დილას“ 3:1 მოუგეს და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს. სერიოზული დანაკლისი აქვს „სამტრედიას“. უჩა სოსიაშვილის გუნდს „საბურთალოს“ წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ომარ მიგინეიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი ვერ დაეხმარებიან.

საინტერესო შეხვედრა გაიმართება გორში. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ადგილობრივი „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. გორელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძვიან და მიზნის მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვნება სჭირდებათ. თავისმხრივ ჩემპიონობა სურთ ქუთაისელებს და ბუნებრივია კახა ჩხეტიანის გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს. ტორპედოელები შესანიშნავ ფორმაში არიან და უკვე ექვსი თამაშია არ დამარცხებულან. ამ ექვსიდან „ტორპედომ“ ხუთი შეხვედრა მოიგო ერთში კი, ფრედ ითამაშა. განსხვავებული მდგომარეობაა „დილას“ მხარეს. გიორგი დარასელიას გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს, თუმცა საკუთარ მოედანზე გორელები კარგად თამაშობენ და გორიდან ქულის წამოღება ეროვნული ლიგის ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ რთული საქმეა.

პირველი სათამაშო დღე თბილისში დასრულდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. შეხვედრას დინამოელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში ნაჩვენები უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე თბილისური კლუბი ლიდერობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე უახლოეს მდევარ ქუთაისის „ტორპედოსთან“ სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. ეს კი, „დინამოს“ საჩემპიონო ამბიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით დინამოელებს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ყველა დარჩენილ შეხვედრაში უპირობო გამარჯვება სჭირდებათ. რაც შეეხება „ჩიხურას“, მართალია საჩხერელები ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვიან, მაგრამ ბოლო ორ ტურში მოგებული მატჩების წყალობით გუნდს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი გაუჩნდა და რა თქმა უნდა, სოსო ფრუიძის გუნდი ამ შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე იბრძოლებს.

32-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. თბილისელებმა ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი მატჩები წააგეს და მათთვის სასურველი მეოთხე ადგილი დათმეს. ლოკო ზედიზედ სამი ტურია ვერ იგებს, ამით კი, მისმა უშუალო კონკურენტმა „საბურთალომ“ ისარგებლა და ერთი ქულით გადაასწრო. ფოთელები კიდევ უფრო რთულ ვითარებაში არიან. „კოლხეთს“ უკვე 17 ტურია არ მოუგია და ეროვნული ლიგიდან გავარდნასთან ძალიან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კოლხებმა ბოლო გამარჯვება სწორედ თბილისის „ლოკომოტივთან“ იზეიმეს. 27 მაისს გამართულ შეხვედრაში ფოთელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს.

ტური აჭარული დერბით დასრულდება. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ქობულეთის „შუქურა“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ბათუმელებს პირდაპირ გავარდნა არ ემუქრებათ და მათ გადათამაშებაში მოუწევთ მონაწილეობა. თუმცა დარჩენილ შეხვედრებში სასურველი შედეგის ჩვენების შემთხვევაში „დინამოს“ კარგი შანსი აქვს გორის „დილას“ გადაასწროს და ლიგაში ადგილი გადათამაშების გარეშე შეინარჩუნოს. გასულ ტურში საჩხერის „ჩიხურასთან“ წაგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ ბათუმური კლუბი მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა დატოვა. მის მაგივრად კი, სეზონის დარჩენილი შეხვედრებისთვის გუნდს ასლან ბალაძე მოამზადებს. განსხვავებული მდგომარეობაა ქობულეთელთა მხარეს. „შუქურა“ ბოლო, მეათე ადგილზეა და ეროვნული ლიგიდან გავარდნის უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება. თუმცა ბოლო პერიოდში გუნდმა თამაში მკვეთრად გამოასწორა და სეზონის მიწურულს უძლიერესთა შორის დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა. გიორგი შაშიაშვილის გუნდი უშუალო კონკურენტს, ფოთის „კოლხეთს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და საჭირო ქულების დაგროვების შემთხვევაში „შუქურა“ გადათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

Eliga.Ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოულოდნელი ინფორმაცია: “ვალენსია” მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს

Eldesmarque-ის ჟურნალისტი ხორხე რუისი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “ვალენსია” ლიდერების გაყიდვას აპირებს. “ყველა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე დაუფასებელი ქართველი მწვრთნელი, რომელმაც ყველგან შედეგი დადო!

2022 წლის 17 მაისი. წყალტუბოს “სამგურალი” სტუმრად “გაგრას” 0-2 ამარცხებს, ზედიზედ მე-5 გამარჯვებას მოიპოვებს და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ერთ-ერთი ლიდერი “ლეგიაში” მიდის?

ძალიან ბევრი პოლონური გამოცემა ბოლო 2 დღეა აქტიურად წერს “ლეგიას” მხრიდან ბათუმის “დინამოს” გოლკიპერის, ლაზარე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ შკრტელი კარიერას ასრულებს

სლოვაკეთის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი მარტინ შკრტელი 37 წლის ასაკში მოთამაშის კარიერას ასრულებს. “ჩემი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მადრიდის მერი: “მბაპემ, “ატლეტიკოში” გადავდივარო”

ქალაქ მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა ხუმრობის ხასიათზე დადგა, როდესაც გაიგო, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონაში უფასოდ თუ წახვალ, გაგანადგურებ” – “ვალენსია” კვ

“ვალენსიას” მფლობელმა პიტერ ლიმმა ენილ მარტი გუნდის პრეზიდენტად 2020 წელს დანიშნა, მაგრამ “ვალენსიაში” პრობლემები არ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, 34 წლის მესი 2023 წელს კარიერას “ინტერ მაიამიში” და გუნდის 35%-ის მფლობელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალამ “იუვენტუსი” ცრემლებით დატოვა (ვიდეო)

გუშინ პაულო დიბალამ “იუვენტუსის” საშინაო სტადიონზე ამ კლუბის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. ტურინელთა რიგებში გატარებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

30 წელიწადში პირველად ინგლისელმა ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ გეია

30 წელიწადში პირველად პროფესიონალმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, კონკრეტულად, “ბლექპულის” 17 წლის ჯეკ დენიელსმა საჯაროდ განაცხადა, რომ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩევანი “რეალის” სასარგებლოდ გაკეთდა

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტი: “დღევანდელ ფეხბურთში ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებია საჭირო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, ფიზიკურადაც გამოირჩევა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგამ ფანების მხრიდან მამარდაშვილის შეურაცხყოფა დაგმო

ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ხავიერ ტებესის ხელმძღვანელობით, 7 მაისს “ბილბაოს” ფანების მხრიდან “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა! – რა გააკეთა სადიო მანემ “ლივერპულის” მოგების შემდეგ? (ვიდე

“ლივერპულმა” FA თასის ფინალში “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ციმიკასის ბოლო პენალტის შემდეგ ყველა გამარჯვებას [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

უნდა გამოიძახოს სანიოლმა ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე?

“ჰამბურგმა” მე-2 ბუნდესლიგაში მორიგი მატჩის მოგება მოახერხა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად “ჰერტას” წინააღმდეგ პლეი-ოფში ითამაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაბრუნდება?

ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნება გამორიცხული არ არის. მეტიც, ფეხბურთელის მამა ხორხე მესი იმედს გამოთქვამს, რომ […]...
წაკითხვა