ეროვნული ლიგის ანალიზი – “საბურთალოს” ევროპაზე ლეგიონერები სჭირდება

თარიღი: თებერვალი 4, 2019

საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო” ეროვნული ლიგის დაწყებამდე შეკრებას თურქეთში გადის და გია ჭიაბრიშვილის ბიჭები აქტიურად ემზადებიან. როგორც მთავარმა მწვრთნელმა სეზონის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებდა და გამორჩეული ლეგიონერებიც მოვიდოდნენ, თუმცა მისი ნათქვამიდან მხოლოდ პირველი შესრულდა სრულყოფილად, ხოლო, ლეგიონერები, გამორჩეული ლეგიონერები პრაქტიკულად არ ჩანს. შევაჯამოთ თბილისელების ტრანსფერები და გავაანალიზოთ, გაძლიერდა თუ უფრო დასუსტდა კლუბი, რომელმაც საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იასპარეზოს.

მეკარეები

“საბურთალოს” კაპიტანი და გასული სეზონის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგში გააგრძელებს. წავიდა მე-2 მეკარე ბექა გვარაძეც. კლუბმა მათ ნაცვლად გამოცდილი ომარ მიგინეიშვილი “რუსთავიდან” და 29 წლის უკრაინელი გოლკიპერი “ლუჩიდან”, დენის შელიხოვი დაიმატა. მიგინეიშვილს ზურგს 17 წლიანი კარიერა უმაგრებს, შელიხოვი კი კარიერის ზენიტში ნახევარი მილიონი ღირდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, “საბურთალო” ამ პოზიციაზე გაცილებით შესუსტდა და მიუხედავად კუპატაძის განცხადებული წასვლისა, გუნდმა მას სათანადო შემცვლელი ვერ მოუძებნა.

მცველები

“საბურთალომ” გასულ სეზონში კარი მშრალად 16 შემთხვევაში შეინახა და 36 მატჩში 29 გოლი გაუშვა. გამორჩეული იყო გაგი მარგველაშვილისა და გიორგი რეხვიაშვილის დუეტი, მარცხენა ფლანგზე კი ლუკა ლაკვეხველიანი იდგა.

რეხვიაშვილი ბერძნულ “ლევადიაკოსში” გადავიდა, ხოლო, მარგველაშვილი კაპიტანი გახდა. გუნდში გიორგი თევზაძე დაბრუნდა, რომელიც ლაკვეხველიანის მთავარი კონკურენტი იქნება. გუნდმა “ჩიხურადან” კარგი ცენტრალური მცველი, ლევან კაკუბავა დაიმატა, რომელსაც თამაში საყრდენადაც შეუძლია.

თბილისელები მარჯვენა მცველმა, ნოდარ იაშვილმა დატოვა, თუმცა შეკრებისას ძალიან აქტიურია გრიგოლ ჩაბრაძე და მას მოუწევს მარჯვენა ფლანგის ჩაბარება.

ნახევარმცველები

“საბურთალომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მხოლოდ ერთი ნახევარმცველი დაიმატა – 2017 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი, ინტერს გი. გი ბოლოს “სამტრედიაში” თამაშობდა და შეტევითი ხაზის გაძლიერება შეუძლია. წავიდა დავით თარგამაძე, რომელმაც 2-წლიანი ტრავმის შემდეგ მეტ-ნაკლებად შეძლო ფეხბურთში დაბრუნება.

ჭიაბრიშვილი კვლავ გორგიაშვილის, ტერას, დიასამიძის და გონსალვეშის იმედზე იქნება. რაც მთავარია, გონსალვეში დარჩა და ჩემპიონმა მისი შენარჩუნება მოახერხა.

თავდამსხმელები

გუნდს დავით ვოლკოვი და დიმიტრი ტატანაშვილი დაემშვიდობნენ. დაბრუნდა ლაშა შინდაგორიძე, ლადო დვალიშვილი და გიორგი კოხრეიძე კვლავ “ერთი უბნელები” არიან, ჭიაბრიშვილმა კი დიდი იმედები გურამ გოშთელიანზე დაამყარა.

სინჯებზე ოგნიენ როლოვიჩი იმყოფება, რომელმაც პანდევის “აკადემიასთან” ითამაშა, თუმცა უგოლოდ. როლოვიჩს Transfermartk-ზე სატრანსფერო ფასი არ ადევს.

შეფასება: საბურთალომ” 7 ფეხბურთელი გადაიბირა და 6 გაუშვა. მხოლოდ 2 ლეგიონერი – ინტერს გი და დენის შელიხოვი. თევზაძე და შინდაგორიძე “საბურთალოში” 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ. გუნდი კვლავ ეროვნული ლიგის ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, თუმცა ევროთასებისთვის საკმარისად ნამდვილად არ გაძლიერებულა და ამ შემადგენლობით, ევროპა ლიგაზე ბრძოლაც გაუჭირდება.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა